კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის ‘სასაზღვრო ზონის’ გაფართოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

24 იანვარი, 2014
 
სივილ ჯორჯია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა 22 იანვარს, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ „სასაზღვრო ზონის“ გაფართოება სეპარატისტული აფხაზეთის სიღრმეში „უბრალოდ ტექნიკური ნაბიჯი“ არ არის.

თავის შესავალ სიტყვაში პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთან შეუთანხმებლად სასაზღვრო ზონის გაფართოება „ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში“ თბილისის შეშფოთებას იწვევს.

„ცალსახაა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი, ფაქტობრივად, სამხედრო და უსაფრთხოების სრულ კონტროლს ფლობს ამ ტერიტორიაზე, ეს არ არის უბრალოდ ტექნიკური ნაბიჯი, მას აქვს გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა. მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს ეს ფაქტი“, – განაცხადა მან. 

20 იანვარს სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ რუსეთთან ‘სასაზღვრო ზონა’, სადაც გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებია შემოღებული, 11 კილომეტრით გააფართოვა გაგრის რაიონის სიღრმეში. იმ პირებმა, რომლებიც გაფართოებული ‘სასაზღვრო ზონის’ არეალში 20 იანვრიდან 21 მარტამდე პერიოდში შევლენ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობები უნდა იქონიონ. სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობის განკარგულებით, სოფელ ბაღრიფშში, რომელიც მე-11 კილომეტრზე მდებარეობს, „სტაციონარული საგუშაგო“ შეიქმნება, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებით დაკომპლექტდება. ამ საგუშაგოზე ზემოხსენებული სტრუქტურების თანამშრომლები იმ პირთა პირადობის მოწმობებს შეამოწმებენ, რომლებიც გაფართოებულ 'სასაზღვრო' არეალში აპირებენ შესვლას ან რუსეთის საზღვრისკენ მიემართებიან; ამას გარდა, ისინი სატრანსპორტო საშუალებებსაც შეამოწმებენ. ამავე განკარგულების თანახმად, აფხაზი სამართალდამცავები ოცდაოთხსაათიან პატრულირებას განახორციელებენ ზონაში შემავალ სოფლებში.

ახალი ამბები