კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეების კონკურსი გადაიდო

27 იანვარი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი,შიდა ქართლი

ხაშურის,  ქარელის, გორის და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში, საჯარო მოხელეების კონკურსი გადაიდო. ამის მიზეზად, პარლამენტის მიერ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებს  ასახელებენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ,  რომ პარლამენტის მიერ   თვითმართველობის ახალი კოდექსის მიღებისა და თვითმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ,  კომისია მუშაობას გაანახლებს.

დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ,,ტექნიკური და დოკუმენტალური თვალსაზრისით, მზად ვართ კონკურსის ჩასატარებლად, მაგრამ თუ ახალა კონკურს ჩავატრებთ, ჩვენ ვერ ავცდებით პრობლემბს, თვითმართველობის კოდექსის მიღების შემდეგ, რადგან ეს გაურკვევლობას შექმნის“

საკრებულოს თავმჯდომარის არგუმენტს არ იზიარებს ,,საიას’ გორის ოფისის ხელმძღვანელი. ქეთი ბებიაშვილის განცხადებით  საკვალიფიკაციო მოთხოვნების კომისიას მუშაობა არ უნდა შეეჩერებინა. ბებიაშვილის განმარტებით, საჯარო სამსახურის კანონში შეტანილი ცვლილებები, კონკურსის ჩატარებას არ უკრძალავს საკრებულოს: ,,პარლამენტის მიერ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, კონკურსის ვადებმა გარკვეულწილად გადაიწია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ  აუცილებლად არჩევნების შემდეგ უნდა ჩაატარონ, თუ მზად არიან შეუძლიათ ახალვე დაიწყონ.“

რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში შეიქმნა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამდგენი საკონკურსო კომისია.  კომისიის დაკომპლექტება შემდეგნაირად და თითქმის იდენტურად მოხდა ოთხივე მუნიციპალიტეტში: კომისიას საკრებულოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, კომისიის ორი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და მუნიციპალიტეტის გამგებელია. რაც შეეხება დანარჩენ წევრებს მისი დაკომპლექტება სრულყოფილად მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში განხორცილდა. კონკურსის შედეგადრწმუნებულების დანიშვნს   შემდეგ,  კომისიამ საქმიანობა არჩევნებამდე აქაც შეაჩერა. ჩატარებულ კონკურსზე კითხვის ნიშნები აქვთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.


ქეთი ბებიაშვილი ,,საია“ -ს გორის ოფისის ხელმძღვანელი: ,,შიდა ქართლის მასშტაბით კონკურსი ჩატარდა მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში, თუმცა იქაც იყო გარკვეული ხარვეზები.   კანონონი განსაზღვრავს, რომ კომისიის შემადგენლობაში უნდა იყვნენ მოწვეული სპეციალისტები და საჯარო მოხელეთა პროფესიული გაერთიანების წევრები.  აქ ერთადერთი წევრი ჰყავდათ მხოლოდ მოწვეული ხუთ წევრიან კომისიაში. დანარჩენები იყვნენ გამგებელი, გამგებლის მოადგილე.მეორე პრობლემა იყო შედეგების დაჯამებასთან დაკავშირებით. იყო პრობლემები ფლევის რწმუნებულთან დაკავშირებითაც. არ შეიძლებოდა დაენიშნათ პირი რწმუნებულად, რომლის საქმეც ძიებაში იმყოფება.    რაც შეეხება გასაუბრების ფორმას,  მისი ობიექტურობაც ძალიან დიდი კითხვის ქვეშ დგას, რადგან მხოლოდ გასუბრებით შეარჩიეს ადამიანები, მაშინ როდესაც განსაზღვრულიც კი არა იყო გასაუბრების კრიტერიუმები. გაუგებარია როგორ უნდა მოახდინონ მხოლოდ გასუბრებით  გამოცდილების, ცოდნის, უნარ-ჩვევების გამოვლენა და შეფასება“. 

თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტის შალვა ტლაშაძის განცხადებით იმისთვის, რომ კონკურსის ობიექტურობაზე კითხვები მოიხსნას და ასევე, ნეპოტიზმის მაჩვენებლმა არ მოიმატოს ადგილობრივ ხელისუფლებაში, აუცილებელია, რომ კონკურსი ერთიანი ეროვნული განმოცდების ცენტრმა ჩაატაროს: ,,საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, როდესაც კონკურსის ჩასატარებლად ერთიანი ერვნული საგამოცდო ცენტრი მიიწვია. კონკურსის შედეგებზე არავის გასჩენია კითხვა იმიტომ, რომ აღნიშნული ცენტრი დიდი ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობს. თვითმმართველობის შემთხვევაშიც ეს არის გამოსავალი რათა კონკურსმა ობიექტურად და სამართლიანად ჩაიაროს“. 

შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში შექმნილი საკონკურსო კომისია მუშაობას არჩევნების შემდეგ გააგრძელებს.  კომისიის თავმჯდომარეები არ გამორიცხავენ რომ საკითხი პარლამეტის ან მათავრობის დონოზე გადაწყდეს და ერთიანი საკონკურსო გეგმა შემუშავდეს, რომელმაც გასაუბრებასთან ერთად შესაძლოა, ტესტირებაც მოიცვას. 

ახალი ამბები