კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახა კუკავა პარტიის რეგიონულ აქტივს შეხვდა

27 იანვარი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა პარტიის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, ახალი ხელისუფლების პოლიტიკის მანკიერი მხარეები და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - ეს ის საკითხები იყო, რომელზეც კუკავამ თანამოაზრეებთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ აღარ ვიქნებით „ქართული ოცნების“ მოკავშირე, როგორც ეს იყო უახლოესი წინა არჩევნების შემთხვევაში. მიზეზი კი ისაა, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტის რეიტინგი ბოლო ხანს კატასტროფულად ეცემა“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მან ყურადღება „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მჭიდრო პოლიტიკურ კავშირსა და საკადრო პოლიტიკაში მათი „ხელწერის“ მსგავსებაზეცგაამახვილა. 

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის განმარტებით, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში პარტია აქცენტს იმ ამომრჩეველზე გააკეთებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ტყუილებით და ზოგადად, ბოლო ხანს ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის განცდით დაიღალა. 

ახალი ამბები