კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში გიორგი სიბაშვილს საქმის განხილვა გრძელდება

28 იანვარი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

თელავის რაიონულ სასამართლოში გრძელდება კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის საქმის განხილვა.  24 იანვარს პროცესზე რეგიონული განვითარების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი დაკითხეს.

სააგენტოს თანამშრომლის ჟუჟუნა გელაშვილის თქმით, თბილისში ცხოვრების გამო იგი სამსახურში, თელავში არ დადიოდა და მის მოვალეობებში თბილისში,  სხვადასხვა პირებისთვის გიორგი სიბაშვილის მიერ გაგზავნილი ოფიციალური დოკუმენტების გადაცემა შედიოდა.

„გიორგი სიბაშვილს და ჩემს ძმას იურიდიული ფირმა ჰქონდათ გახსნილი და მეც იქ ვმუშაობდი. ფირმის დაკეტვის შემდეგ სამსახურის გარეშე დავრჩი. ამიტომ, გიორგიმ კახეთის განვითარების სააგენტოში მუშაობის დაწყება შემომთავაზა და აქ მისი მეშვეობით მოვხვდი. თელავში, გუბერნიაში ერთხელ ვიყავი. როცა ხელი მოვაწერე მუშაობის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას და საბანკო ანგარიში წარვადგინე. მე თბილისში ვმუშაობდი. ჩემს მოვალეობაში სიბაშვილის მიერ კახეთიდან გამოგზავნილი დოკუმენტების გადაცემა შედიოდა სხვადასხვა პირებისთის. დაახლოებით კვირაში ორჯერ მიწევდა გასვლა. სულ 6 თვე ვიმუშავე“,– განაცხადა ჟუჟუნა გელაშვილმა და აღნიშნა, რომ კახეთის განვითარების სააგენტოს შესახებ სხვა ინფორმაცია არ ჰქონდა.

კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, მოწმის ჩვენებით დადასტურდა, რომ გიორგი სიბაშვილის მიერ დანიშნული თანამშრომელი სამსახურში ფორმალურად იყო გაფორმებული და ხელფასს იღებდა.

გიორგი სიბაშვილის თქმით, მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, დანაშაული არ დასტურდება: „ბრალდების მიერ წარმოდგენილი მოწმის მიერ ვერანაირად ვერ იქნა დადასტურებული რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ფაქტი“,– აღნიშნა სიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  საგამოძიებო სამსახური სიბაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებში, სახელმწიო ქონების მართლასაწინააღმდეგო მითვისებასა და გაფლანგვაში  ადანაშაულებს, რაც 11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს აღკვეთი ღონისძიების სახით 15000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. იგი აღნიშნულ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ სცნობს. სიბაშვილის საქმეზე მოწმეების დაკითხვა 11 თებერვალს, 13:00 საათზე გაგრძელდება.

ახალი ამბები