კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი გუნდი ძველი სახეებით - იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გრძელდება

29 იანვარი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი 

"მგონი ჩვენ ვართ პირველი, მხარის გუბერნატორების ადმინისტრაციათა შორის, ვინც კანონით განსაზღვრულ 60 სამუშაო დღეში რეორგანზაცია თითქმის დაასრულა", - ეს განცხადება იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა 28 იანვარს გამართულ  ბრიფინგზე გააკეთა. მან მედიას სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების როგორც მუდმივი, ისე დროებით მოვალეობის შემსრულებლები წარუდგინა.

ძველი სახეებისა და ძველი პოზიციების ფონზე გაჩნდა ახალი პოზიციაც - ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური და ის ქუთაისის ყოფილმა ვიცე-მერმა, ხოლო შემდეგ მერის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა კოტე ლომიძემ დაიკავა. 

"ბატონმა კოტემ კარგად იცის თვითმმართველობის საკითხები. ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია მისი ამ თანამდებობაზე წარდგენა", - ასე ახსნა ახალმა გუბერნატორმა ძველი ვიცე-მერის აღნიშნულ პოსტზე დანშვნა.

კიდევ ერთი ძველი სახე, ვინც ახალ გუნდში ახალი თანამდებობა დაიკავა სოსო ხახალეიშვილია. იგი ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატია და სამხარეო ამინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურს უხელმძღვანელებს. 

გოჩა გაბუნია ჩაუდგა სათავეში ადმინისტრაციის აპარატს, რომლის მოადგილის პოზიციაზე ასევე ძველმა კადრმა ზეინაბ ხაჩიძემ გადაინაცვლა (იგი მანამდე თავად იყო სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი). 

ჯერჯერობით ვაკანტურია საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამდებობები. სამაგიეროდ,  არარსებული ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს აკაკი ტყავაძე იკავებს.

"პროფესიონალიზმი და ღიაობა - ეს ის კრიტერიუმებია, რომლის გათვალისწინებითაც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კადრები დაკომპლექტდება და ჩემს მიერ შერჩეული თანამდებობის პირები ხალხს კეთილსინდისიერად მოემსახურებიან", - ეს განცხადება იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეს, გასული წლის 17 დეკემბერს, მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.  

მეფარიშვილმა მაშინ ქვეყნის პრემიერს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ისიც დასძინა, რომ მომავალ ორ თვეში სამხარეო ადმინისტრაციაში რეორგანიზაციას ფრთხილად და დაკვირვებით განახორციელებდა.
პირველ ეტაპზე მან ვიცე-გუბერნატორები წარადგინა - სულ სამი: ჟენევის უნივერსიტეტის მაგისტრი სალომე იობიძე, არქიტექტორი ალექსანდრე იოსებაშვილი და ბანკირი დავით უშხვანი. ასევე, დანიშნა სამსახურის უფროსების დროებით მოვალეობის შემსრულებლები.  

სამხარეო ადმინისტრაციაში შეიკვეცა სამსახურები და  7-დან მხოლოდ 4 დარჩა.  პოზიციებზე ჯერჯერობით რჩებიან ძველი თანამშრომლები. თუმცა, როგორც გუბერნატორი განმარტავს, წინ კონურსია, რომელიც მომავალი სამი თვის ვადაში დასრულდება და მას გუბერნატორის მიერ შექმნილ კომპეტენტური კომისია წარმართავს.

ახალი ამბები