კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომბუდსმენი პროკურატურას მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართ განხორციელებული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებას მოუწოდებს

30 იანვარი, 2014
 

2014 წლის 28 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით. 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განიხილა თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების განცხადებები. მოცემული განცხადებების მიხედვით, 2013 წლის 27 ივნისს, დილის საათებში თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები დააკავეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებებმა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩასვეს ავტომობილებში და მიიყვანეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობაში. წინამდებარე განცხადებებიდან ასევე ირკვევა, რომ დაკავებისას ზემოხსენებულ პირებს არ მიეცათ კანონმდებლობით გარანტირებული პროცესუალური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მტკიცებით, თავდაპირველად ისინი დაკავებულები იქნენ ბრალდებულის სტატუსით, ხელბორკილების გამოყენებით. თუმცა, მოგვიანებით, ხელმძღვანელების მითითების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დახიეს მათი დაკავების ოქმები, ფორმალურად შეადგინეს მოწმის სახით აღნიშნული პირების დაკითხვის ოქმები და გაათავისუფლეს. ამასთან, განმცხადებლების განმარტებით, მათზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. 

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა, შემდგომი რეაგირების მიზნით, მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. 

ვინაიდან, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წერილი შემდგომი რეაგირების მიზნით, გადააგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უარყო თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების ფაქტი, საქართველოს სახალხო დამცველმა გამოიყენა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება და მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების განცხადებებში მითითებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების წინადადებით. 

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა სამართალდამცავი პირების მიერ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების განხორციელება. საგამოძიებო ორგანოები ვალდებულნი არიან გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა, რათა ეფექტურად გამოავლინონ დანაშაულებრივი ქმედებები და სათანადო რეაგირება მოახდინონ კანონდარღვევებზე. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლი ადგენს გამოძიების დაწყების მოვალეობას. აღნიშნული მუხლის მიხედვით, „დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება.“ ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკონკრეტებულია, რომ გამოძიების დაწყების საფუძველია ნებისმიერი ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს ინფორმაცია დაფიქსირებული იქნება წერილობითი, ზეპირი თუ სხვა სახით.

ახალი ამბები