კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო სასამართლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის აკრძალვის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს

30 იანვარი, 2014
 
ნინო  გვარიძიშვილი, კახეთი

საკონსტიტუციო სასამართლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის აკრძალვის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს.

საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 28 ივნისს კანონში ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ცვლილებები შეტანა.  შეზღუდვის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ვერ შეიძენს (მათ შორის, ვერც მემკვიდრეობით მიიღებს) უცხოელი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი და უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი. აღნიშნული ცვლილების შეტანა განაპირობა უცხოელი ფერმერების მიერ კახეთში მიწების მასობრივად შესყიდვამ, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილის სეროზული პროტესტი გამოიწვია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ადგილობრივი მოსახლეობა მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევდა. შეფასებებიც არაერთგვაროვანი იყო, ნაწილი თვლიდა, რომ უცხოელების მიერ მიწის შესყიდვაში ცუდი არაფერი იყო, ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ ჩვენი ქვეყნის მიწა ეკუთვნის ქართველ ერს და ამ მასშტაბებით გასხვისება მიუღებელი ფაქტი იყო. 

ამჟამად  საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს სარჩელს, რომლითაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შეძენაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებაა მოთხოვნილი. მოსარჩელეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს’’ თანამშრომელს, მათიას ჰუტერს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც უცხოელებს 2015 წლამდე, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა ეკრძალებათ, არაკონსტიტუციურია. მსგავსი ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიუტუციასთან, სადაც საკუთრება წარმოადგენს ერთ-ერთ  დაცულ და გარანტირებულ უფლებას, რომელიც შეზღუდვას მხოლოდ კანონით ზუსტად გათვალისწინებულ შემთხვევაში ექვემდებარება. ამასთან, მოსარჩელე უთითებს შემდეგ გარემოებზე, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის სეროზულ ხელშემშლელ ფაქტორი გახდება. 

საკონსიტუციო სასამართლოს პრაქტიკისა და პრეცენდენტის სახით ერთხელ უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტიება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დაწესებული შეზღუდვის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე. 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაადგინა, რომ შეზღუდვა, რომლითაც უცხოელებს მიწის შეძენა ეკრძალებოდათ, ხოლო მემკვიდრეობით მიღებულის აუცილებელი გასხვისება ევალებოდათ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საინტერესოა, რას ფიქრობენ აღნიშნულთან დაკავშირებით სარეგისტრაციო სამსახურებში და ექმნებათ თუ არა პრობლემები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურებისას. საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ბაზერაშვილმა განაცხადა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით გამორჩევა ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობით. ძირითადად აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეებთან იჩენს თავს აღნიშნული პრობლემა, რადგან სწორედ ამ ქვეყნიის მოქალაქეები ცხოვრობენ ლამბალოში, იორმუღანლოსა და დუზაგრამაში. კომლში თუნდაც ერთი არა საქართველოს მოქალაქის არსებობა აფერხებს უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის პროცესს: ,,პროტესტის გრძნობა ნამდვილად უჩნდებათ და ამას ადგილზე გამოხატავენ, ჩვენ ვცდილობთ კონკრეტულ ნორმატიულ აქტზე მითითებით ავუხსნათ რეგისტრაციის შეჩერების მიზეზი, თუმცა რამდენად მისაღებია მათთვის ეს არგუმენტი ცალკე საკითხია’’,- განაცხადა ზურაბ ბაზერაშვილმა. მან დასკვნის სახით დაამატა, რომ აუცილებელია, სასწრაფოდ იქნას მიღებული საბოლოო გადაწყვეტიება, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მოცემული ცვლილებით, რიგ შემთხვევებში იზღუდება არამარტო უცხოეთის, არამედ საქართველოს მოქალაქის, როგორც მესაკუთრისა და კანონიერი მოსარგებლის ინტერესი. 

ახალი ამბები