კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო სასამართლო უჩა ნანუაშვილის სარჩელს განიხილავს

3 თებერვალი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქეების - უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის საკონსტიტუციო სარჩელი განიხილა. დავის საგანს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები წარმოადგენდა. მოსარჩელეთა აზრით, აღნიშნული მუხლები საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებაში, არაკონსტიტუციურია. კერძოდ, კი მოსარჩელე მხარე საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარული ოლქების ფორმირების წესის შეცვლას მოითხოვდა. მოპასუხე მხარეს, საქართველოს პარლამენტი წარმოადგენდა.

საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოში შერეული არჩევის პრინციპი მოქმედებს. ანუ, ამომრჩეველს პროპორციული სიის კანდიდატების გარდა, 73 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა უხდება. თითო ოლქს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ამომრჩეველია ამ ოლქში. მაგალითად: ყაზბეგის ოლქში, ცესკოს მონაცემებით, 5 776 ამომრჩეველია. ქუთაისში - 158 502, რაც ყაზგების ამომრჩეველთა ოდენობას 30-ზე მეტჯერ აღემატება. თუმცა, ორივე ოლქს, საქართველოს პარლამენტში თითო-თითო მაჟორიტარი ჰყავს. 

სასამართლო პროცესზე უჩა ნანუაშვილმა დაასახელა 11 საარჩევნო ოლქი, სადაც ამომრჩეველთა  საერთო რაოდენობა 1 443 564-ს შეადგენს. ეს მონაცემი კი, საქართველოს საერთო ამომრჩევლის 40%-ს შეადგენს. აღნიშნული ოლქებია: ვაკის, საბურთალოს, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გლდანის, რუსთავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის:  „მათი შეჯამებით, ოლქებში არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატთა საერთო რაოდენობას, ვიღებთ 11-ს, იმ დროს როდესაც მათი რიცხვი, თუ საარჩევნო სისტემა იქნებოდა სამართლიანი, დაახლოვებით 29 დეპუტატს უნდა წარმოადგენდეს“.

მოსარჩელეების მოთხოვნის თანახმად, ამომრჩეველთა ხმების ოდენობა ოლქების მიხედვით, მეტ-ნაკლებად თანაბარი უნდა იყოს: „სრული თანასწორობა შეუძლებელია გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. თუმცა, ეს სხვაობა 10-15 %-ზე მეტი არ უნდა იყოს, რომ ხმათა თანასწორობის პრონციპი არ დაირღვეს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და ეუთოს დასკვნებიც იმავეს ითხოვს“, განუცხადა სასამართლოს მიხეილ შარაშიძემ.  

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დროდ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სთხოვა: „საკითხი მართლაც რთულადაა. თუკი სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, გთხოვთ, გადაწყვეტილება ძალაში ნუ შევა იმ დრომდე, სანამ ამჟამად არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები არ დაასრულებენ მათი მანდატების განხორციელებას.“

სასამართლო პროცესი თითქმის 5 საათი გაგრძელდა. საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ განიხილა. სასამართლო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელი 2012 წლის დეკემბერის 10 დეკემბერს შევიდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. იმ დროისათვის, უჩა ნანუაშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი იყო.  

ახალი ამბები