კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერიის თანამშრომელი შენობაში არ შეუშვეს

5 თებერვალი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

„თავისუფალი საქართველოს“ აჭარის ფილიალის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ის მერიის შენობაში არ შეუშვეს. დაცვის თანაშმრომლებთან ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის საპატრულო პოლიციამ დააკავა. ინციდენტი 31 იანვარს, ბათუმის მერიისა და საკრებულოს შესასვლელში მოხდა. მერია და საკრებულო ერთ შენობაშია განთავსებული.

მერაბ ღოღობერიძე პარალელურად შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მარკეტინგის სამსახურის თანამშრომელია. აღნიშნული შპს კი, მერიის 100% წილია. როგორც თავად ამბობს, მას გააჩნია შესაბამისი მოწმობაც. მიუხედავად იმისა, რომ ის მერიის თანამშრომელიცაა, დაცვის სამსახური მას „სტუმრის“ საშვით სარგებლობა მოსთხოვა: „მე ვარ მერიის თანამშრომელი, რატომ უნდა ვისარგებლო სხვა საშვით? დაცვამ კი არ შემიშვა, გადაადგილების უფლება შემიძღუდა, ქურთუკიც კი გამიხია. ამის დასადასტურებლად, შეუძლიათ ამოიღონ ვიდეო კადრე და ნახონ. ვფიქრობ ჩემი შენობაში არ შეშვება არის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ჩავლეიშვილის დავალება“.

ღოღობერიძე ინციდენტს,  რამდენიმე დღის წინ საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში მოწყობილ, ბათუმელი იპოთეკარების აქციას უკავშირებს, რომელიც მისი ორგანიზებით გაიმართა. ის ვარაუდობს, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სწორედ იმ ფაქტის შემდეგ გასცა დაცვის გამკაცრების  ბრძანება.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალდებებს არ პასუხობს. ხოლო დაცვის თანამშრომლები საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ ისინი შინაგანა წესით მოქმედებენ.

ღოღობერიძე ინციდენტისას საპატრულო პოლიციამ დააკავა. ხულიგნობისთვის და სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევს ბრალდებით, ის  (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 166-ე და 173 მუხლები) სასამართლოში წარსდგა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა კი საქმე შეწყვიტა. დადგენილებაში საქმის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობა.

ღოღობერიძე სახალხო დამცველის ოფისსა და არასამთავრობო სექტორს სთხოვს, ფაქტის შესწავლასა და რეაგირებას. მას, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ საშვით, არც დღეს მიეცა შენობაში შესვლის უფლება. 

ახალი ამბები