კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სქესობრივი დანაშაულის კუთხით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები იგეგმება

5 თებერვალი, 2014
 
ნინო დევიძე

სისხლის სამართლის კოდექსის იმ თავში, სადაც სქესობრივი დანაშაულია აღწერილი ცვლილებები იგეგმება. კონკრეტულად რა სახის ცვლილებები შევა კოდექსში, ჯერჯერობით უცნობია. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ცვლილებების შინაარსზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. არასამთავრობო სექტორი კი, სისხლის სამართლის კოდექსის სქესობრივი დანაშაულების თავში შესატანი ცვლილებების საკუთარ პროექტს სთავაზობს.

კავშირ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების აუცილებლობას თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამობით ხსნის: „სქესობრივი დანაშაულის თავი, როგორც ჩვენი ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ძალიან მოძველებულია და თანამედროვე სტანდარტებს ჩამორჩება. ეს არის საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის შედეგი, შესაბამისად,  ცვლილებები აუცილებელია“.

კავშირ „საფარისა“ და GCRT-ს (წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი) წარმომადგენლების აზრით, პროექტში უნდა გაჩნდეს ახალი მუხლები, უნდა შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია და უნდა შემოვიდეს ახალი მუხლი, „გადაკიდების“ შესახებ:  „არსებულ კანონში გაუპატიურების განმარტება არსად გვხვდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონში ეს განმარტებული უნდა იყოს. ასევე, უნდა გაქრეს მუხლები, რომელიც ცალკე გამოყოფს „გაუკუღმართებულ ქმედებებს, მამათმავლობას“. ჩვენი საპროექტო იდეის მიხედვით,  კოდექსში უნდა შემოვიდეს ახალი მუხლი – „გადაკიდება“, რომელიც ქართულ კანონმდებლობაში აქამდე არ გვხვდებოდა და ნამდვილად ნოვაციაა. „გადაკიდება“ გულისხმობს, არაკანონიერ, განმეორებით შევიწროებას, თვალთვალს, დევნას, მუქარას ან სხვა ისეთ ქმედებას, რომელიც მსხვერპლში იწვევს, მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს. ამგვარი ქმედება დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით“, - ამბობს ბაია პატარაია, კავშირ „საფარის ხელმძღვანელი“. მისივე თქმით, ასევე კოდექსში  უნდა შევიდეს  გაუპატიურების გარდა არსებული სხვა ტიპის სექსუალური დანაშაულები, რომელიც ახლანდელი სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული არ არის, რაც პრობლემას ქმნიდა, დანაშაულის დაკვალიფიცირების კუთხით. 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე სქესობრივი დანაშაულის თავში ცვლილების შეტანას ეთანხმება: „მოქმედი კოდექსი დროს საკმარისად ჩამორჩა და ის ნამდვილად უნდა შეიცვალოს. ჩვენ თითქმის დავამთავრეთ ზოგადი ნაწილის გადასინჯვაზე მუშაობა. რაც შეეხება კერძო ნაწილს, ამ ეტაპზე ვიწყებთ მუშაობას და ზუსტად კარგი დროა პროექტის შემოთავაზებისთვის. პრინციპულად შეიძლება ყველაფრის გაზიარება ვერ შევძლოთ, თუმცა ნამდვილად ვიმუშავებთ ამ ვერსიაზე“.

პროექტის ფრგლებში ასევე დაგეგმილია სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა ოჯახში ძალდობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მიზნით: „სექსუალური ძალადობა ძალიან მწვავე პრობლემაა და საჭიროა ამ პრობლემის სიმძიმე საზოგადოებრივ პროცესებში სათანადოდ იქნას ასახული. გვსურს გავააქტიუროთ შესაბამისი მოთამაშე პირები და უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ დაზარალებულებს, შევქმნათ უკეთესი საკანონმდებლო ბაზა და სერვისები“, - ამბობს „GCRT”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლელა ცისკარიშვილმა. 

ახალი ამბები