კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის მერი გადადგა

5 თებერვალი, 2014
 
ქეთი ლაბაძე, აჭარა

ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ, უკვე მეორედ გადადგომის თხოვნით საკრებულოს მიმართა. დააკმაყოფილებს თუ არა საკრებულო  მის თხოვნას ჯერჯერობით უცნობია. ჯემალ ანანიძის განმარტებით მან, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო რომ, მის საქმიანობას, ყოველთვის, პარტიას მიაწერდნენ:

 „ყოველთვის ვამბობდი, რომ არ ვარ პარტიული და ჩემ საქმიანობას მაინც პარტიას მიაწერდნენ. საზოგადოებაც დაიბნა და მეც მინდა ვიცოდე რა მიმართულებით წავიდე. თუ საკრებულო არ დააკმაყოფილებს ამ გადაწყვეტილებას, მაშინ მოვძებნი იურიდიულ გზებს იმასთან დაკავშირებით, რა მიმართულებით წავიდეთ.“ - განაცხადა ჯემალ ანანიძემ.
მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესაებ, რომ ბათუმის მერის გადადგომა ირაკლი ღარიბაშვილს სურდა, ჯემალ ანანიძე კი გასულ კვირას მედიასთან საუბარში აცხადებდა, რომ გადადგომას არ აპირებდა. გადადგომის გადაწყვეტილება მან მოულოდნელად მიიღო. 

ბათუმის მერმა რამდენიმე დღის წინ გიორგი ერმაკოვი ვიცე მერად დანიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ გიორგი ერმაკოვი წარმოადგენდა სავარაუდო მერობის კანდიდატს. გაზეთ „ბათუმელებთან“ ჯემალ ანანიძემ მაშინ თავისი გადაწყვეტილება გორგი ერმაკოვის ვიცემერად დანიშვნასთან დაკავშირებით შემდეგნაირად ახსნა: „რატომ მაინც და მაინც გიორგი ერმაკოვი? - ნებისმიერი პირის მისამართით შეიძლება დაისვას ეს კითხვა. ზურაბ პატარაიას შესახებაც დაისვა კითხვები, თუმცა ჩვენ ისიც ავიყვანეთ მოადგილედ, რადგან საზოგადოება ამა თუ იმ ფორმით ენდობა მას და მხარს უჭერს. ჩვენც ჩავთვალეთ, რომ   მისთვის უფრო რეალური ფართო სპექტრი მიგვეცა თვითმმართველობაში“.

ბათუმის საკრებულოს წევრების უმრავლესობა აცხადებს, რომ ჯემალ ანანიძის გადადგომას მხარს არც ამჯერად დაუჭერს.

ახალი ამბები