კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში სტიქიით დაზარალებულებზე კომპენსაციას „ფონდი ქართუ“ აღარ გასცემს

10 თებერვალი, 2014
 
ნინო დევიძე,  კახეთი

კახეთში 2012 წელს სტიქიით დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას „ფონდ ქართუსგან“ აღარ მიიღებენ. როგორც ფონდის იურისტი ნინო კიკნაძე აცხადებს, გასულ წელს ფონდმა 98 მილიონი ლარი გადარიცხა და დარჩენილი ბენეფიციარები კომპენსაციას სხვა ალტერნატიული წყაროსგან მიიღებენ.

„არცერთი დაზარალებული არ დარჩება კომპენსაციის გარეშე. უბრალოდ ჩამრიცხველი იქნება არა „ქართუ“,  არამედ სხვა ალტერნატიული ფონდი. ჩვენ ვთანამშრომლობდით ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და თანხას, მათ მიერ გადმოცემული სიების საფუძველზე გავცემდით. როგორც ჩემთვის ცნობილია, დარჩენილია დაახლოებით 400-მდე ოჯახი, თუმცა როდის დაიწყება მათთვის კომპენსაციის გაცემა სამწუხაროდ,  უცნობია“. 

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ: „ეს იყო „ფონდი ქართუს“ ქველმოქმედება და სამინისტრო იყო მხოლოდ გამტარი, ანუ ჩვენ მათ ვაწვდიდით სიებს, რომლის მიხედვითაც ხდებოდა თანხის გაცემა. ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას, გააგრძელებს თუ არ ფონდი დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემას ან, თუ მას სხვა ჩაანაცვლებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო „ფონდი ქართუს“ ქველმოქმედება და ქველმოქმედებას ვერავის დავაძალებთ. მათ უკვე 98 მილიონ ლარზე მეტი გასცეს,  არცაა გასაკვირი, რაიმე სახის პრობლემა თუ შეექმნათ“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაგდა პოპიაშვილმა. 

2012 წლის ივლისში, ქარბორბალისა და ძლიერი სეტყვის შედეგად, თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლისა და საგარეჯოს რაიონებში რამდენიმე ათასი ოჯახი დაზარალდა. კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ფონდმა "ქართუმ" 100 მილიონ ლარამდე თანხას გამოყო, რომელიც 28 500 ოჯახზე განაწილდა. კომპენსაციის გაცემის შეწყვეტა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ბიძინა ივანიშვილის ფონდთან კავშირმა გამოიწვია. ამ დროისთვის კომპენსაცია 400 ოჯახზე მეტს არ მიუღია. 

ახალი ამბები