კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნგრევა ახლადრეაბიტირებულ უბანში

10 თებერვალი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 
   
ქუთაისში, რეაბილიტირებულ უბანში ერთ-ერთი ნაგებობის ფასადი ჩამოინგრა, რის შედეგადაც გამვლელი მძიმედ დაშავდა. 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა, რომელიც დასავლეთ საქართველოს სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ამ დრომდე მძიმეა. მომხდარს სამართალდამცავები სწავლობენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სპეციალური განცხადება გააკეთა. შოთა მურღულია მომხდარზე პასუხიმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას აკისრებს: "ეს უბედური შემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს რეაბილიტირებული შენობის ჩამონგრევის შედეგად მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ყოფილი მთავრობა ყველაფერს უპასუხისმგებლოდ და უხარისხოდ აკეთებდა. დღეს კი, შეჩერებულ ინფრასრტუქტურულ პროექტებზე საუბრობს და ხელისუფლებას ამის გამო აკრიტიკებს", - აცხადებს შოთა მურღულია.

მის განცხადებას საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი გია გოქაძე ეხმიანება:  "მურღულია მომხდარით სპეკულირებს. ამას ჯობია, კაბინეტიდან ხანდახან მაინც გამოვიდეს, ქალაქში გაიარ-გამოიაროს და თუკი სადმე რამე უხარისხოდაა გაკეთებული, რეაბილიტაციისთის ქალაქის ბიუჯეტიდან თანხები გამოყოს."

ახალი ამბები