კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ნაციონალური მოძრაობის" გურჯაანის ორგანიზაციის თავჯდომარე ისევ გიორგი ღვინიაშვილი იქნება

17 თებერვალი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

გურჯანში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული კონფერენცია გაიმართა. პარტიის წევრებმა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ისევ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი აირჩიეს.
„პარტიის პოლიტსაბჭომ და რაიონული პარტიის წევრებმა წარადგინეს ჩემი კანდიდატურა. რის შემდეგაც გადაწყდა, რომ გურჯაანის რაიონში „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ მე ვუხელმძღვანელებ. გვაქვს განახლების გეგმა. გვინდა, რომ გამჭვირვალე იყოს პარტია და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იღებდეს მონაწილეობას იგივე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დასახელებასა და შერჩევაში. ეხლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის და გამგებლის კანდიდატურა იქნება თუ სოფლიდან მაჟორიტარი დეპუტატების შერჩევა, აქტიურად ვიქნებით ჩართული. პარტიის თავმჯდომარეების არჩევნები ყველა რაიონში ეტაპობრივად გაიმართება“, – განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

პარტიის წევრებმა რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები ლაგოდეხსა და საგარეჯოშიც არჩიეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის რაიონულ ორგანიზაციას გურამ კაკალაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო საგარეჯოს ორგანიზაციას გარსევან ბუხნიკაშვილი.

ახალი ამბები