კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყვარლის გამგებლის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

17 თებერვალი, 2014
ნინო დევიძე, კახეთი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, ყვარლის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ოთარ ადომლიშვილი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ოთარ ადომლიშვილმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას და თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მდებარე 711 931 კვ.მ მიწის ფართობის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის აუქციონზე გატანის, მასში გამარჯვების და ქონებაზე ხელოვნურად ფასის დაკლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 50 000 ლარი გამოართვა.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები