ქეთი ლაბაძე, აჭარა
ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, მერის გადაყენების საკითხი განიხილეს. 14 ხმა ერთის წინააღმდეგ, ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ნაციონალურ მოძრაობას. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად, გიორგი ერმაკოვი, ვიცე მერი რჩება. გიორგი ერმაკოვი ვიცე მერად დანიშვნამდე შემოსავლების სამსახურის უფროსად მუშაობდა.
ყოფლმა მერმა ჯემალ ანანიძემ გადადგომის თხოვნით საკრებულოს ორჯერ მიმართა, პირველ ჯერზე საკრებულომ, ყოფილ მერს თხოვნა არ დაუკმაყოფილა: "ვფიქრობ წინასაარჩევნოდ მივიღე სწორი გადაწყვეტილება, რათა მერიის მუშაობას მიეცეს მეტი პოლიტიკური შეფასება, ყოველთვის ვამბობდი, რომ არ ვარ პარტიული და ჩემ საქმიანობას მაინც პარტიას მიაწერდნენ,“ - ამბობს ჯემალ ანანიძე.
ანანიძე აკადემიურ საქმიანობას აგრძელებს, ბათუმის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.