კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატები აჭარის პროკურატურის კარჩაკეტილობის წინააღმდეგ

19 თებერვალი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

აჭარის პროკურატურის წინააღმდეგ, ბათუმელმა ადვოკატებმა აქცია გამართეს. მათ პროკურატურის ჩაკეტილობა და მათი უფლებების შეზღუდვა გააპროტესტეს. 

ლელა ბჟალავა, ადვოკატი: „პროკურატურა არ უნდა იყოს დახურული სივრცე სისხლის სპეციალიზაციით მომუშავე ადვოკატებისათვის. მე, როგორც ადვოკატთა ასოციააციის წარმომადგენელმა, მხარი დავუჭირე ჩემს კოლეგებს“.

ედიშერ მახარაძე, ადვოკატი: „ადვოკატთა კორპუსი უკმაყოფილოა პროკურატურის სისხლისსამართლებრივი პოლიტიკით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეცდომაში ვართ შეყვანილი წინასაარჩევნო დაპირებით. აჭარის პროკურატურის პროკურორმა, შოთა ტყეშელაშვილმა პროკურატურა კარჩაკეტილ დაწესებულებად გადააქცია. ეს არის ისეთივე დაწესებულება, როგორიც იყო ზურაბ ადეიშვილის დროს“.
 
აჭარას ახალი პროკურორი გასული წლის ნოემბრიდან ჰყავს. შოთა ტყეშელაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში აუდიენციის დღეა გააუქმა. მას შემდეგ, აჭარის პროკურატურის პროკურორი ადვოკატებსა და მოქალაქეებს აღარ ხვდება. თუმცა, კანონი მას ამას ავალდებულებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 26 აგვისტოს #51 ბრძანებაში, რომელიც აჭარის პროკურატურის  დებულებაა, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის "რ" ქვეპუნქტში წერია: „აჭარის პროკურორი განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას“. შესაბამისად, ახალ პროკურორის დანიშვნამდე, აჭარის პროკურატურაში გამოყოფილი იყო შეხვედრების დღე - პარასკევი.
 
პროკურატურიდან ადვოკატების მოთხოვნას არავინ გამოხმაურებია. ადვოკატები კი,  აჭარის პროკურატურის კარჩაკეტილობის პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ტყეშელაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავენ, 

ახალი ამბები