კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაგოდეხის დეპუტატი ალკოჰოლური და თამბაქოს პროდუქციის რეკლამის ამკრძალავი ნორმის შერბილებას ითხოვს

24 თებერვალი, 2014
 
ნინო დევიძე, კახეთი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი გოზალიშვილმა პარლამენტს „რეკლამის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი შესთავაზა. დეპუტატი  სკოლებთან და  სპორტულ ორგაიზაციებთან ახლოს, ალკოჰოლური და თამბაქოს პროდუქციის რეკლამის ამკრძალავი ნორმის შერბილებას ითხოვს.

გიორგი გოზალიშვილის ინიცირებული პროექტის მიხედვით, სკოლების და სპორტული ორგანიზაციების მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში არსებულ ობიექტებს, შიდა პერიმეტრზე ალკოჰოლური და თამბაქოს პროდუქციის რეკლამირების უფლება ექნებათ: „დღეს არსებული მდგომარეობით, რესტორნებს, მაღაზიებს ალკოჰოლური და თამბაქოს პროდუქციის თაროზე, სპეციალურ კარადებში გამოფენის უფლებაც კი არა აქვთ. მათ პრაქტიკულად საშუალება არ აქვთ, მომხმარებელს შიგნით შენობაში შესთავაზონ რამდენიმე დასახელების სპირტიანი სასმელი, ან თამბაქოს ნაწარმი. ვთვლი, რომ მაღაზიებს უნდა შეეძლოთ შენობის შიდა ტერიტორიაზე კარადის დადგმა და ასეთი პროდუქციის გამოფენა“, - ამბობს გიორგი გოზალიშვილი. 

დეპუტატის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა კანონით დაწესებულ აკრძალვებთან  წინააღმდეგობაში არ მოდის: „კანონი აღნიშნული პროდუქციის 21 წლამდე მოზარდებისთვის მიყიდვას ისედაც კრძალავს და შესაბამისად, მოზარდების დაცვითი მექანიზმები იარსებებს. ინიცირებულ კანონში საუბარია მხოლოდ შიდა პერიმეტრზე რეკლამის დაშვებაზე, რაც შეეხება გარე პეიმეტრს ამ შემთხვევაში ისევ ის ნორმა რჩება, რაც კანონით არის გათვალისწინებული“. 

„რეკლამის შესახებ“ კანონით  ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელება 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია საბავშვო, სასწავლო, სამედიცინო დაწესებულებებთან, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებთან.  კანონით ასევე აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გამზირებზე, ხიდებზე, მოედნებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 20 მეტრის ფარგლებში.

ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა „რეკლამის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს გასულ კვირას წარუდგინა, თუ როდის მოხდება ინიცირებული პროექტის განხილვა უცნობია. 

ახალი ამბები