კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე აღადგინეს

24 თებერვალი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„მე ვიყავი და კვლავ ვარ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი. ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას ამ ქალაქის საკეთილდღეოდ“, - ეს განცხადება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ თანამდებობაზე აღდგენის შემდეგ გააკეთა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან კირკიტაძემ მისი წინამორბედის, თამაზ მარგველაშვილის 12 თებერვლის ბრძანება N 152-ის გაუქმების საფუძველზე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე აღადგინა. 

როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიულ სამსახურში აცხადებენ,  ყველაფერი კანონის დაცვით განხორციელდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უფლება ჰქონდა, გამოეცა ახალი ბრძანება, რომლის საფუძველზე მერის მოვალეობის შემსრულებელს თანამდებობაზე აღადგენდა.

ახალი ამბები