კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ღვინიაშვილი - 'საგარეჯოს გამგებელმა სახელმწიფო ქონება მიითვისა, მაგრამ საქმე მაინც შეწყდა'

27 თებერვალი, 2014
 მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი, პოლიტიკური მიუკერძოებლობის შესახებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ღვინიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სახელმწიფო ქონება მიითვისა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მაინც შეწყდა.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენს გამოსვლაში ახსენეთ პოლიტიკური მიუკერძოებლობა და პოლიტიკური დევნა, რომელსაც თურმე ადგილი არ აქვს ჩვენს ქვეყანაში. მინდა აუცილებლად ხაზი  გავუსვა, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, როდესაც იმ კანდიდატებს, რომლებსაც რეალური შანსი აქვთ გაიმარჯვონ არჩევნებში, რამდენიმე თვით ადრე პირდაპირ აპატიმრებენ. პოლიტიკური დევნა არის ზუსტად ის, რომ 4 წლის წინ 12 ათასი ლარის მითვისების ბრალდებით ხონის გამგებელს დღეს ციხეში აგდებენ, მაგრამ პოლიტიკური შემწყნარებლობაა ის, რომ საგარეჯოს გამგებელმა მოადგილეებთან ერთად დაახლოებით 200 ათასი ლარი სახელმწიფოს ქონება მიითვისა და მას საქმე შეუწყვიტეს გაურკვეველი ვითარების გამო. აი ეს არის პოლიტიკური შემწყნარებლობა და ის არის პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

საგარეჯოს გამგებელი გიორგი ლოლაძე და მასთან ერთად კიდევ 4 ჩინოვნიკი და სამი შპს–ს დირექტორი 12 ივნისს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და 80 ათასი ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს. „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინათინ ხიდაშელი, რომლის კადრიც არის ლოლაძე, ირწმუნებოდა, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები იყვნენ. 24 ოქტომბერს, მთავარმა პროკურატურამ გიორგი ლოლაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. 5 ნოემბერს, კი საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარემ N197 ბრძანებით, ლოლაძე თანამდებობაზე აღადგინა. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი პარტიების საგარეჯოს ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ამას წინ უძღოდა მაჟორიტარი დეპუტატის თინა ხიდაშელის ულტიმატუმი, რომ თუ გამგებელი გიორგი ლოლაძე არ იქნებოდა, საგარეჯოში პროექტები არ განხორციელდებოდა. არადა, მთავარი პროკურატურის დადგენილებით დასტურდება, რომ გიორგი ლოლაძემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა,   თუმცა ამავე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „გამოძიების საწყისი ეტაპისგან განსხვავებით, სახეზეა ვითარება, როდესაც აღარ არსებობს გიორგი ლოლაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებელი საჯარო სამართლებრივი ინტერესი“.

ახალი ამბები