კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხუთი წლის წინ გაუჩინარებული სამი ოსი მოქალაქის ბედი ისევ გაურკვეველია

7 მარტი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ალან ხუგაევის, ალან ხაჩუროვისა და  სარმატ პლიევის ოჯახების წევრთა ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელ მერეთში 2008 წლის 13 ოქტომბერს დააკავეს. ისინი ნასვამ მდგომარეობაში  მსუბუქი ავტომანქანით  „ვაზ 21 07“-ით მოძრაობდნენ. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მერეთის ბლოკსაგუშაგოსთან პოლიციამ დააკავა.

humanrights.ge-თან საუბარში ერთ-ერთი გაუჩინარებულის ახლობელი, შორენა თუმაევი აცხადებს, რომ ოჯახი წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა საქართველოს ძალოვანი უწყების მხრიდან ინფორმაციის მიღებას. ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც შსს-ში აცხადებენ, რომ დაკარგული სამი ახალგაზრდის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ.

შორენა თუმაევი: „ალან ხაჩუროვის ოჯახმა აიყვანეს ადვოკატი. მათ უთხრეს, რომ გლდანის ციხეში ნახეს სამივე მათგანი. ამის შემდეგ კი დაიკარგა კვალი. ოჯახს აქვს ინფორმაცია, რომ პოლიციის წარმომადგენლებმა დაკავეს სამივე ახალგაზრდა. ჯერ მერეთის პოლიციის შენობაში მიიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს. ალან ხაჩუროვის დედას ვენერა ხაჩუროვს აქვს ვიდეოკადრები, რომელიც სავარაუდოდ, მერეთის პოლიციაშია გადაღებული. კადრებში ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად დაკავებულებს სამართალდამცველები“.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ  ერგნეთში გამართული ოთხმხრივი შეხვედრებისას, ოჯახის წევრები გაუჩინარებულთა საკითხის გარკვევას ითხოვდნენ.  

ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ   humanrights.ge-ს განუცხადა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით  სიახლე არ არის. საქმე გამოსაძიებლად შსს-სგან პროკურატურას გადაეცა.  

კახა ქემოკლიძე, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი: „მთავარი პროკურატურა იძიებს უკვე ამ საქმეს. ამ დრომდე ხელჩასაჭიდი არაფერია. არანაირი დოკუმენტაცია გამოძიებას არა აქვს და შესაბამისად, ამ დროისთვის ოფიციალურად არ დასტურდება აღნიშნული პირების დაკავების, მათი გასამართლებისა და არც საჯელაღსრულების სისტემაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია. თუმცა, გამოძიება კვლავ მიმდინარებს“. 

ოჯახის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ქემოკლიძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ფირის ავთენტურობა უნდა დადგინდეს, რადგან წარმოდენილ ვიდოკადრებში არ ხდება დაკავებულების იდენტიფიცირება.

1989 წელს დაბადებული ალან ხუგაევი, 1992 წელს დაბადებული ალან ხაჩუროვი და 1983 წელს დაბადებული სარმატ პლიევის გაუჩინარების თაობაზე დაწყებული გამოძიების პარალელურად, შსს-ს ანალიტიკურ დეპარტამენტში არ გამორიცხავენ, რომ ეს საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში ოთხმხრივი შეხვედრების დროს კვლავ განიხილონ. 

ახალი ამბები