კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'დაანგრიეთ ეს კედელი!' - დიპლომატების გზავნილი რუსეთის პრეზიდენტს

11 მარტი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

6 მარტს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლები   ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფელ დვანში იმყოფებოდნენ. საერთაშორისო დიპლომატებს სურდათ, გასცნობოდნენ იმ სიტუაციას, რაც დვანსა და კიდევ რამდენიმე სოფელში რუსეთის „მცოცავი ოკუპაციის“ შედეგად შეიქმნა.  
 
გიუნტერ ფერ ჰოიგენი, ევროკავშირის წარმომადგენლი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში:  „რამდენიმე წუთის წინ, როცა მე ვნახე ეს ადგილი,  გამახსენდა მომენტი, როცა აშშ-ის პრეზიდენტი რეიგანი იმყოფებოდა ბერლინის კედელთან და თქვა: „დაანგრიეთ ეს კედელი!“ მინდა, მას დავესესხო და იგივე ფრაზა ვუთხრა ბატონ პუტინს. ეს არ არის პრობლემის მოგვარების ევროპული ფორმა. შედეგს უნდა მივაღწიოთ კონსტრუქციული დიალოგით. ჩვენ სრულად ვცემთ პატივს საქართველოს ტერიტორიულ მათლიანობას. აქ არსებული სიტუაცია ოცდამეერთე საუკუნის შესაბამისი არ არის“. 

ვაილიტას ვირბა, ევროკავშირის წარმომადგენლი, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში: „ახალგაზრდობის პერიოდიდან კარგად მახსოვს ბერლინის კედელი. სწორედ ის გამახსენა აქ არსებულმა სიტუაციამ. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ნათელი პოზიცია მაქვს - საქართველოს აქვს ტერიტორიული მთლიანობის უფლება, როგორც ევროპული ქვეყნის წარმომადგენელს. არ მჯერა, რომ ეს ოცდამეერთე საუკუნეში ხდება“. 

დიპლომატებს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა სოფლებში მეგზურობას  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გოჩა რატიანი უწევდნენ. მათ დიპლომატებს მავრთულხლართების შედეგად რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიაწოდეს ინფორმაცია და  აგრესიის შესაჩერებლად მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. 

გოჩა რატიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი: „დღეს ხედავთ, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ტერიტორიებს ეწვია აღმოსავლეთ პარტნიორობის ელჩების საკმაოდ სოლიდური ჯგუფი და დეტალურად გაეცნენ ვითარებას აქ. საქართველოსთვის ეს  მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კიდევ ძალიან კარგი შანსი არის, რათა  გაიტანონ რეალური ვითარება და სიტუაცია საერთაშორისო ასპარეზზე და კიდევ ერთხელ დაანახონ ოკუპანტის სახე, თუ როგორ იქცევა და რა მეთოდებს იყენებს ამისათვის“.

საერთაშორისო დიპლომატების კონფლიქტის რეგიონში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე რუსულმა სამხედრო  ვერტმფრენებმა საქართველოს საჰაერო სივრცე სოფელ არბოს თავზე დაარღვია. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დვანში ჩასულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჩა რატიანმა ოფიციალურად დაადასტურა საჰაერო სივრცის დარღვევა და ამის შესახებ დიპლომატებსაც მიაწოდა ინფორმაცია. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის, რუსული სამხედრო ვერტმფრენებისგან, ორი კვირის წინ ანალოგიური ფაქტი გუგუტიანთკარში მოხდა.

ახალი ამბები