კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტში 70 საშტატო ერთეული გაუქმდება

11 მარტი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„თვითმმართველობის შესახებ“ კანონში შესული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, არჩევნების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებში შტატების შემცირება იგეგმება. კანონის ამ ნორმის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში  დაახლოებით სამოცდაათი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება დადგება დღის წერიგში.   

ცვლილებების მიხედვით, არჩევნების შემდეგ 120 დღის ვადაში საჯარო მოხელეთა კონკურსი უნდა გამოცხადდეს. მანამდე კი თვითმმართველობებში დასაქმებული პირები დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ჩაითვლებიან.

გორის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამასახურის ხელმძღვანელის, რევაზ გოგიაშვილის განაცხადებით, შემცირებულ თანამშრომლებს კონპესაცია გადაეცემათ. ახალი გამგებლის არჩევისთანავე, ყველა თანამშრომელს უფლებამოსილება უწყდება და მოვალეობის შემსრულებლის რანგში აგრძელებს მუშაობას კონკურსის გამოცხადებამდე. კონკურსი არ ეხება მხოლოდ გამგებლის მოადგილებს. საჯარო მოხელეების შესარჩევი კონკურსი არჩევნებიდან არაუგვიანეს 120 დღეში უნდა ჩატარდეს.

რევაზ გოგიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი: „აღნიშნული ცვლილების შედეგად, 500 ამომრჩეველზე ერთი შტატი არის გათვალისწინებული. თვითმართველობის კანონში არის დათქმაც, რომ  გამგებლის არჩევისთანავე უფლებამოსილება უწყდებათ მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და ისინი მოვალეობის შემსრულებლად ინიშნებიან 120 დღის განმავლობაში. რა დროშიც უნდა ჩატარდეს კონკურსი“. 

საკანონმდებლო ცვლილებები განხილვის პროცეშივე ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააპროტესტა.  ეს ორგანიზაციები ინტერფრაქციულ ფორმატში იყვნენ ჩართული  და თვითმართველობის კანონისა და კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ. საია-ს შიდა ქართლის ოფისის თავმჯდომარის, ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, კანონი შრომით უფლებებს ეწინააღმდეგება.
 
„საჯარო სამსახური, ზოგადად, უზრუნველყოფს მოხელეთა სტაბილურ დასაქმებას.  ცვლილებები არათანაბარ დამოკიდებულებას ავლენს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მანამდე დაინიშნენ კონკურსის წესით ან მუდმივად იყვნენ დანიშნული, სანამ განისაზღვრებოდა, რომ მხოლოდ კონკურსით უნდა მოხდეს დანიშვნა“, -აცხადებს ბებიაშვილი. 

საკანონმდებლო ცვლილებთან დაკავშირებით განაცხადება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც გაავრცელა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგაბა კონსტიტუცით გათვალიწინებულ უფლებებს და საერთაშორისო სამართლის ნომებს.

ახალი ამბები