კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანკისის ხეობაში სამი სოციალური საწარმო აშენდება

11 მარტი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

პანკისის ხეობაში სამი სოციალური საწარმო აშენდება. პროექტის წარმომადგენლის თამარ ბექაურის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, გრანტები გაიცემა მოხუცებულთა მოვლის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და სამ წლამდე ასაკის ბავშვთა აღზრდის საწარმოს მიმართულებით.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში,  პანკისის ხეობის სოფლებში, ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან შექმნილ საინიციატივო ჯგუფებს შესაძლებლობა მიეცემათ, ორგანიზაციაში განაცხადი შეიტანონ გრანტის მოსაპოვებლად. ერთ პროექტზე გრანტის სახით 10 000 ევრო გაიცემა.

„უკვე დაწერილი პროექტები  სპეციალურ 8 კაციან კომისიას უნდა წარედგინოს, რომელშიც ხეობის უხუცესთა საბჭოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. წარმოდგენილი პროექტებით დაგეგმილია მოხუცებულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ასევე, სამ წლამდე ასაკის ბავშვთა მოვლის საწარმოს გახსნა. ჩვენი მიზანია, ფონდის მიერ დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ პროექტებმა მუშაობა არ შეწყვიტონ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით 2015 წლის შემდეგაც იმუშაოს“, – განაცხადა თამარ ბექაურმა. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო – სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების, ინდივიდუალური კონსულტაციების, პრესკონფერენციების და სასწავლო კურსების პროგრამების განხორციელება.

აღნიშნულ პროექტებს გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია ASB „არბაითერ სამარიტერ ბუნდი“  კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF ) ერთად  ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს.      

ახალი ამბები