კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიშველი ელექტროსადენები და მილიონობით დაჯარხული თანხა

14 მარტი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმის ზღვისპირა ქუჩებში, ბევრ ადგილას შეხვდებით ღიად დატოვებულ ელექტროსადენებს და ელექტრობოძებს დამცავი ხუფები გარეშე. მოუწესრიგებელი გარეგანათების ფონზე, მოქალაქეების ქუჩაში გადაადგილების უსაფრთხოება დაცული არ არის.

ელექტრობოძები შესაბამისი დამცავი ხუფების გარეშეა, საიზოლაციო ლენტებითაა შეხვეული სადენები, რომელთა ნაწილს პლასტმასის ბოთლები აქვთ ჩამოცმული. ეს მაშინ, როცა ბათუმელების ბიუჯეტიდან გარეგანათების რეაბილიტაციისთვის ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება. თუმცა, მდგომარეობა დღემდე მოუწესრიგებელია. რამდენიმე წლის წინ კი, ყოფილი ობელისკის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ღიად დატოვებულმა ელექტროსადენმა ერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 
 
ქუჩის გარეგანათების ტექნიკური მომსახურებისთვის ბათუმის მერიამ მიმდინარე წელს 152, 910 ლარი გამოყო. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ: „აჭარგანათებამ“ და შპს „აკაენერჯიმ“ მიიღო. სამრაუნდიანი ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული შპს „აკაენერჯი“ გახდა. ტენდერის ხელშეკრულება 81 552 ლარზე გაფორმებდა და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურება 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე უნდა განხორციელდეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შპს „აკაენერჯის“ დირეტორს, კახაბერ აზიკურს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, სატენდერო მოთხოვნებში გარეგანათების ბოძების ხუფებით უზრუნვეყოფა არ იყო მითითებული: „ჩვენ ტენდერის მიხედვით გარეგანათებების ტექნიკური მომსახურება გვევალება. არც კი ვიცოდით, თუ ასეთი მდგომარეობა იყო. რამდენიმე დღეა ბათუმის მერიიდან დამიკავშირდენენ ამ საკითხზე და მოსალაპარაკებლად, ბათუმში უნდა ჩამოვიდე. ვფიქრობ, ვინც ჩვენს კომპანიამდე ემსახურებოდა, ასე არ უნდა დაეტოვებინა“.

2011 წლიდან 2014 წლამდე, ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც გარეგანათების ტექნიკურ მომსახურებას ითვალისწინებდა, მხოლოდ შპს „აჭარგანათება“ მონაწილეობდა და შესაბამისად, მან გაიმარჯვებდა. სამი წლის განმავლობაში, მას ამ მომსახურებისთვის 2 384 794 ლარი აქვს მიღებული.

მინდია ვაშაკიძის, „აჭარგანათების“ დირექტორის მოადგილის განცხადებით, გარეგანათების ბოძების ხუფებს მოსახლეობა იპარავდა: „დღეში 30-50 ახალი ხუფის დაყენება გვიწევდა. შემდეგ პალასტმასის ხუფები გავუკეთეთ, მაგრამ იმასაც იტაცებდნენ. ფაქტობრივად, სისტემატურად იკარგებოდა. წელს ტენდერი წავაგეთ და ჩვენ აღარ ვახორციელებთ ტექნიკურ მომსახურებას“.

„ყველაფერი გაკეთდება“ _ აცხადებს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ ბურკაძე, „ახალმა კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში და უზრუნველყოფს მოვლა-პატრონობას“. 

ახალი ამბები