კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორის ქართულ სკოლებში ისტორიას ცხინვალში გამოცემული სახელმძღვანელოებით შეასწავლიან

21 მარტი, 2014
 
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

ახალი სასწავლო წლიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო განათლების სამინისტრო ახალგორის ქართულ სკოლებში ცხინვალში ქართულ ენაზე გამოცემულ ისტორიის წიგნებს შეიტანს. მათში  ახალგორის სკოლებში ისტორიის სწავლების ახალი კურსი შევა, სადაც რუსეთი “ოკუპანტად” და აგრესორად” წარმოჩენილი აღარ იქნება. ახალგორის ქართული სკოლის მასწავლებლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ისინი ამის შესახებ საქმის კურსში არიან. 

“ახალგორის რაიონის ქართული სკოლების ისტორიის ამჟამინდელ სახელძღვანელოებში რუსეთი წარმოჩენილია, როგორც აგრესორი და ოკუპანტი, საქართველო კი მსხვერპლი. სწორედ ამიტომაც ახალი სასწავლო წლიდან მათ ახალი სახელმძღვანელოები ექნებათ, ისევ ქართულ ენაზე,” - აღნიშნულთან დაკავშირებით სწორედ ასეთი პოზიცია აქვს დე ფაქტო განათლების სამინისიტროს, რომელიც ინტერნეტ-გამოცემა “კავკაზსკი უზელ’-მა გააჟღერა.    

სახელმძღვანელობში, რომელთა შეცვლაც იგეგმება, არის ასეთი პარაგრაფები “რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი”, ”რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოში”, “კავკასიაში რუსეთის გავლენის შედეგად საქართველოში არსებული სიტუაცია”. ამ პარაგრაფებს ერთვის კარიკატურებიც. 

ახალგორის ადმინიტრაციის ვიცე-ხელმძღვანელი ალექსანდრე ბარათაშვილი “კავკაზსკი უზელთან” საუბარში აცხადებს, რომ ახალგორის რაიონის 11 სკოლიდან 6 ქართულია, 5 ოსური. რაიონის ქართული სკოლის დირექტორის ნინო ამირანაშვილის თქმით, სკოლებში სახელმძღვანელოები თბილისიდან შემოდის: “ქართულ სკოლაში პირველიდან 11 კლასამდე 55 მოსწავლე სწავლობს. სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. კადრებთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, რადგან ყველა საგნის მასწავლებელი გვყვავს,’ - უცხადებს ამირანაშვილი აღნიშნულ ინტერნეტ-გამოცემას. მისივე თქმით, მოსწავლეები 5 ენას სწავლობენ - ინგლისურს, გერმანულს, რუსულს, ქართულს და ოსურს. დირექტრი იმასაც აღნიშნავს, რომ ყველა ენა, გარდა ქართულისა, ისწავლება როგორც უცხოური.   
 
სკოლის დირეტორი ირწმუნება, რომ სასწავლო გეგმასა და პროგრამებს ყოველწლიურად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროსთან ათანხმებს.

აღნიშნული სიტუაციის შესაცვლელად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო ზომების მიღებას გეგმავს: “ჩვენთვის ცნობილია, როგორი სახელმძღვანლოებით ასწავლიან ისტორიას ქართულ სკოლებში. ჩვენ ეს სახელმძღვანელოები უკვე ავკრძალეთ. მომავალი წლიდან კი სკოლებში შევა ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთში გამოიცემა,” - აცხადებენ დე ფაქტო უწყებიდან.   

ცხინვალში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის “სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული სააგენტო სამხრეთ ოსეთის განვითარებისთვის” დირექტორი დინა ალბოროვა, რომელიც ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგების ძალიან ხშირი მონაწილეა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახალგორის მოსახლოების ინტეგრირების პროცესი სამხრეთოსურ საზოგადებაში არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს: “ერთი ქვეყნისა და ტერიტორიის საზოგადოებაში სხვადასხვა ისტორიას სწავლობენ. აქ საუბარი არაა ენაზე; რომელ ენაზე ილაპარაკებს პირი - ეს მისი პირადი არჩევანია, მით უმეტეს, რომ ჩვენ ეთნიკური უმცირესობების უფლებები უნდა დავიცვათ. როცა ვსაუბრობთ ლენინგორის რაიონის მოსახლეობის ინტეგრირებაზე, აქ იგულისხმება არა მხოლოდ ქართველი, არამედ ოსი ეროვნების მოსახლეობაც, რომლებიც ორიენტირებულები არიან საქართველოსკენ. თუკი ჩვენი შვილების ერთი ნაწილი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ, რუსი ჯარისკაცის სახეს შეისწავლიან, როგორც აგრესორს და ოკუპანტს, მეორე ნაწილი კი რუს სამხედროს უყურებს, როგორც სამხედრო აგრესიისგან დამცველს, ეს ყველაფერი სამომავლოდ იქნება კონფლიქტის გაღვივების არსებითი მიზეზი,” - ამბობს დინა ალბოროვა.    

მისივე მოსაზრებთ, სახელმძღვალეობი არასწორი ისტორიით - ეს არის როგორც ცენტრალური, ასევე რაიონული ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომის ნაწილი. ალბოროვა მიიჩნევს, რომ ახალგორი-ცხინვალის იშვიათი საგზაო კავშირები, რაიონში არარსებული საჭირო სამედიცინო პირობები და სხვა მრავალი საკითხი, რაც ნორმალურ სოციალურ განვითარებას გულისხმობს, შედეგად გვაძლევს იმას, რომ “ახალგორში არსებული საზოგადოება მოწყვეტილია სამხრეთ ოსეთის დანარჩენ ნაწილებს.” 
 
ახალგორის ქართული სკოლის მასწავლებლები აცხადებენ, რომ ყოველივე ცვლილების შესახებ მათთვის ცნობილია: “ამის შემოწმება, თუ როგორ ხდება ქართულ სკლებში ისტორიის საგნის სწავლება, მართლაც იყო. მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში მართლაც არის რუსეთი წარმოჩენილი საკმაოდ არაკორექტულად, რაც იწვევს აქაური მმართველი ძალის (და არა მარტო მმართველი ძალის, არამედ ოსი ეროვნების მოსახლეობისაც) გაღიზიანებას. ამიტოამც დაიგეგმა ისტორიის სახელმძღვანელოს შეცვლა. მაგრამ რამდენად სწრაფად განხორციელდება ეს და ახალი სასწავლო წლიდან შემოიტანენ  თუ არა ახალ სახელმძღვანელოებს  ჩვენს სკოლებში, ეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროზეა დამოკიდებული,” - გვითხრა ერთ-ერთმა მასწავლებელმა.

ახალი ამბები