კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის საკრებულოს წევრს თაღლითობაში დახმარების გაწევაში ედება ბრალი

31 მარტი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმის საკრებულოს წევრ, მამული ჟღენტს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და თაღლითობაში დახმარება ედება ბრალად. ბრალი 23 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წაუყენეს. ამჟამად, ჟღენტი 15 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლომ მიერ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებულია.

მამული ჟღენტი, ბათუმის საკრებულოს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას ხელმძღვანელობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიების მიხედვით, 2013 წლის ივლისში ორმა მოქალაქემ სახელმწიფოს კუთვნილი 863 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაუფლება განიზრახეს. ხოლო მამული ჟღენტმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება. გამოძიების მიხედვით, აღნიშნულით სახელმწიფოს დიდი ოდენობით – 149 149 ლარის მატერიალური ზარალი მიადგა.

თვითონ მამული ჟღენტი თავს დანაშავედ არ ცნობს: „ეს ფაქტი ჩემთვის შეურაცხმყოფელია და ვვარაუდობ, რომ პროცესი სამართალდამცავ უწყებებში დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ კადრების მიერ არის მართული“.

მამული ჟღენტის ადვოკატის, აკაკი თოიძის განცხადებით, სასამართლოს მისი დაცვის ქცეშ მყოფი ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით უნდა გაეთავისუფლებინა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, 24 მარტს, მათ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

გამოძიება მამული ჟღენტის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყნების და თაღლითობაში დახმარების გაწევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). 

მამული ჟღენტი, ბათუმის საკრებულოში, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, პროპორციული სიით, კონსერვატიული პარტიიდან მოხვდა.

ახალი ამბები