25 აპრილს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა პატიმართა ჯანდაცვის პრობლემებთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. პროექტს - „უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის“ ახორციელებენ ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“.