კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა საქართველოს მთავრობას, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

17 მაისი, 2014
 
17 მაისს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სხვადასხვა ფორმით, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წინა წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და ლგბტ აქტივისტები ამ დღეს საქართველოშიც აღნიშნავდნენ, რასაც თან ახლდა ინციდენტები კონტრაქციაში მონაწილე ჯგუფებთან. გასული წლის 17 მაისს კი კონტრაქციის მონაწილეები სასტიკად გაუსწორდნენ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ.

შესაძლო აგრესიისა და ძალადობის რისკის გათვალისწინებით, წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ლგბტ აქტივისტებმა უარი თქვეს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აქტიური ფორმებით აღნიშვნაზე. თუმცა,შესაძლოა, არსებობდეს ზოგიერთი გამონაკლისი ორგანიზაცია, აქტივისტი ან ლგბტ პირი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებდეს. მიუხედავად ამისა, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებმა დააანონსეს აქციები თბილისსა და ქუთაისში, სადაც ისინი გეგმავენ, გააპროტესტონ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.  
 
გარდა ამისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი საქართველოში გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღედ. საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალ საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში 12:00 საათზე აღელვლინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი, შემდეგ კი მოხდება ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებისა და ქუჩების კურთხევა. 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საპატრიარქომ ხვალინდელ აქციებში მონაწილეებს მოუწოდა, „მსვლელობები იყოს მხოლოდ და მხოლოდ ლოცვითი და მშვიდობიანი, რადგან ეკლესია იყო და არის წინააღმდეგი ყოველგვარი ძალადობის“. 

ამავე დროს, შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ 17 მაისს სამართალდამცავი უწყება კანონის სრული დაცვით იმოქმედებს და „დაცული იქნება თითოეული ადამიანის უფლება, გამონაკლისი არავინ იქნება“.

სამწუხაროდ, 2013 წლის 17 მაისს სახელმწიფომ ვერ შეძლო წესრიგის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინა დღეებში საზოგადოებას მისცეს გარანტია, რომ დაიცავდნენ როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილი აქციის, ისე მის საწინააღმდეგო შეკრების მონაწილეებს.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით კი - შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაითვალისწინოს წინა წლის გამოცდილება და ადეკვატურად დაგეგმოს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებები ხვალისთვის საქართველოს რამდენიმე ქალაქში დაანონსებული სხვადასხვა აქციის მიმდინარეობისას.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მთავრობამ ასევე უნდა გაითვალისწინოს პოლიტიკურად „ცხელი პერიოდის“ ფაქტორი, რაც უკავშირდება 15 ივნისს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და 27 ივნისს ბრიუსელში საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, რის გამოც როგორც შიდაპოლიტიკური, ისე გარე ძალები შესაძლოა, დაინტერესებული იყვნენ ქვეყანაში ვითარების დაძაბვით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები