კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მერობისთვის 7, მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის კი 6 კანდიდატი იბრძოლებს

25 მაისი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის ნომერ 32-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გორის მერობისთვის 7 კანდიდატი იბრძოლებს, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის საარჩევნო მარათონში 6 კანდიდატი ჩაერთო. 

გორის მოსახლეობა პირდაპირი წესით ქალაქის მერს 15 ივნისს პირველად აირჩევს.  ასარჩევ კანდიდატთა შედარებით მცირე რაოდენობა საინიციატივო ჯგუფებისთვის მერობის კანდიდატების დასახელების უფლების შეზღუდვამ განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ საინიციატივო ჯგუფებს ექნებოდათ მერობის კანდიდატების წამოყენების უფლება, ნუგზარ მაჭავარიანი ერთ-ერთი სარაჩევნო სუბიექტი იქნებოდა.  ახლა უკვე ის საინიციატივო ჯგუფიდან მხოლოდ ქალაქის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატია. თამაზ მაყაშვილმა კი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „გორის დარბაზის“ დამფუძნებელია, თადარიგი დაიჭირა და პოლიტიკური გაერთიანება   „ერთიანობის დარბაზი“ დაარეგისტრირა. დღეს იგი უკვე მერობის ერთ-ერთი  კანდიდატია.  

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული პარტია - ირაკლი ოქრუაშვილის“ მერობის კანდიდატი კახაბერ ერგემლიძეა. საარჩევნო ბლოკ „ბურჯანაძე - ერთიანმა ოპოზიციამ“ ადვოკატ მამუკა ნოზაძის კანდიდატურა დაასახელა, „არასაპარლამენტო ოპოზიციის“  კანდიდატი ვასილ ბუთხუზია, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ - ზურაბ ჯირკველიშვილი, „ერთიანი ნაციოანალური მოძრობის“- არჩილ საბიაშვილი,  „მშრომელთა საბჭომ“  კი ქალბატონ გიული მუკნიაშვილზე შეაჩერა არჩევანი. 

გორისთვის ასევე პირველი თვითმართველობის არჩევნებია, სადაც მუნიციპალიტეტის გამგებელიც პირდაპირი წესით აირჩევა.  წლების განმავლობაში  გამგებელს არჩეული საკრებულოს დეპუტატები უცხადებდნენ ნდობას. „სალომე ზურაბიშვილი -საქართველოს გზა“ მერობის კანდიდატზე ვერ შეჯერდა, მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატად კი  ამომრჩეველს რამზეს მთივლიშვილი შესთავაზა. „ქართული პარტია ირაკლი ორუაშვილის“ კანდიდატია ბონდო ვათიაშვილი, „ნაციონალური მოძრობისა“ - კახა ტოლიაშვილი, „ქართული ოცნების“ - დავით ონიაშვილი,  „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ - რაულ გოგოშიძე, „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ - ივანე მაჭარაშვილი.

წინასაარჩევნო კამპანია ამდროისთვის გორში ნელი ტემპით მიმდინარებს. თუმცა, „ქათული ოცნების“, ,,ნაციონალური მოძრობისა“ და „ქართული პარტია - ირაკლი ოქრუაშვილი“ მერობის კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრებს  მართავენ. წინასაარჩევნო კამპანია დანარჩენ კანდიდატებს არ დაუწყიათ. ისინი პარტიის ლიდერების მხრიდან წარდგენას ელოდებიან. 

მერობის კანდიდატთა დაპირებები, ძირითადად, ერთი მიმართულებით მიდის და სოციალურ პრობლემებს ეხება. ოღონდ აქცენტებია განსხვავებული. მაგალითად, თუ „ქართული პარტია - ირაკლი ოქრუაშვილის“ მერობის კანდიდატი კახაბერ ერგემლიძე  50-ლარიან საპენსიო დანამატს პირდება პენსიონრებს და პედაგოგებს - 100 ლარიანს, „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ მერობის კანდიდატი, მამუკა ნოზაძე კონკურენტის დაპირებას არაკონსტიტუციურს უწოდებას, ხოლო თავად ადგილობრივი ბიუჯეტის თანხების ძირითადი ნაწილი სოციალური პროგრამების დაფინასებზე აქვს გათვლილი.  

„ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ მერობის კანდიდატი არჩილ საბიაშვილი უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას პირდება ამომრჩეველს. ხოლო „არასაპარლამენტო ოპოზიციის“  მერობის კანდიდატი ვასილ ბუთხუზი - ადმინისტრაციული თანხების შემცირებას, პრემიების აკრძალვას და  ამ თანხით მცირე და საშუალო ბიზნესითვის ხელშეწყობას.  

რაც შეეხება თამაზ მაყაშვილს  და გიული მუკნიაშვილს, მათ ჯერ არ გაუმართავთ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია.  თუმცა, დანარჩენ კადიდატებსაც, ვინც უკვე წარმოადგინეს პროგრამა, არა აქვთ დეტალურად გათვლილი მისი განხორიელების გზები,  ბიუჯეტიდან გამომდინარე. 

ახალი ამბები