კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი რაჭაში, ონის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

3 ივნისი, 2014
 
ombudsman.ge

31 მაისს რაჭაში, ონის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ჩასულ სახალხო დამცველს უამრავი პრობლემა დახვდა: განუვითარებელი ინფრასტრუქტურა; უმუშევრობა; სოციალური მდგომარეობის დაბალი დონე. ქალაქში არ არის გაყვანილი ბუნებრივი აირი, რაც გარდა საყოფაცხოვრებო დისკომფორტისა, აფერხებს მცირე ბიზნესის განვითარებას; ნოტარიუსი არ არის არც ონში და არც ამბროლაურში, შედეგად, გართულებულია სხვადასხვა სახის ქონების რეგისტრაცია; დღემდე ავარიულ მდგომარეობაშია 2009 წლის მიწისძვრით დაზარალებული საცხოვრებელი სახლები.

1 ივნისს სახალხო დამცველი მთიანი რაჭის თემის გლოლას, ღებისა და ჭიორას სოფლების მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. როგორც საუბრიდან გამოიკვეთა, განსაკუთრებით მწვავედ მკაცრი ზამთრის პირობებში შეშით მომარაგების საკითხი დგას, ვინაიდან დაგვიანებით ხდება შეშის მოსაპოვებელი ნებართვების გაცემა. გართულებულია ხე–ტყის დამუშავებისათვის საჭირო ლიცენზიების მოპოვებაც. ფაქტობრივად არ არსებობს სამუშაო ადგილები და მოსახლეობა მცირე–მოსავლიანი მიწების დამუშავებით ირჩენს თავს. განუვითარებელია ინფრასტრუქტურა, გზების უვარგისობის გამო, თემის ამბულატორიაში ექიმი მხოლოდ თვეში ერთხელ ადის.

გაძნელებულმა საცხოვრებელმა პირობებმა სოფლების მიგრაციის დონე არნახულად გაზარდა. ასეთი ტემპით მოსახლეობის გადინების შედეგად ტერიტორიები რამდენიმე წელიწადში დაიცლება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამივე სოფელი 87 კილომეტრიან სასაზღვრო ზონაში მდებარეობს და მათი დაცლა სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით საკმაოდ არასასურველი მოვლენა იქნება.

სახალხო დამცველმა ასევე მოინახულა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრისპირას მდებარე სოფელი ირი, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნო მათ პრობლემებს. მოსახლეობის კლების ტენდენცია ირიშიც შეინიშნება.

რაჭის მოსახლეობასთან შეხვედრებმა სერიოზული პრობლემები გამოკვეთა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს მთიანი რაჭის მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების სრულფასოვანი ანალიზი და რეგიონის სამრეწველო პოტენციალის შესასწავლად და ასამოქმედებლად ეკონომიკის განვითარების სპეციალური გეგმა შეიმუშავოს. სამუშაო ადგილების შექმნა შეაჩერებს მასობრივი მიგრაციის ტალღას და უფრო მეტიც, მთიან რაჭას მიგრირებული მოსახლეობა დაუბრუნდება.

სახალხო დამცველის აზრით, სპეციალური მთის შესახებ კანონის დროული შემუშავება სამართლებრივად დაარეგულირებს მაღალმთიანი რეგიონების სტატუსს, ხელს შეუწყობს მიგრაციული პროცესის შენელებას და ქვეყნის დემოგრაფიული სურათის გაუმჯობესებას.

რაჭის მაღალმთიანი სოფლების პრობლემების საფუძვლიანი გაანალიზების შემდეგ, სახალხო დამცველი მთავრობისა და შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურების მიმართ სათანადო რეკომენდაციებს და წინადადებებს შეიმუშავებს.

ახალი ამბები