კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში 14 წლის გოგონას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

6 ივნისი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„უფლება გვაქვს, ვიცოდეთ სიმართლე!“ „არ მინდა, მეშინოდეს ჩემს ქალაქში!“ „მოხდეს დროული და ობიექტური გამოძიება!“ „არა ძალადობას!“ - ამ ტრანსპარანტებით 6 ივნისს  გორში, თეატრის ბაღში, გაიმართა 14  წლის გოგონას მხარდასაჭერი  აქცია. 

აქცია ორგანიზებული იყო გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების (მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ და „კოალიცია ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის“) მიერ. აქციის მონაწილეები ქალებზე ძალადობას გმობენ და არასრულწლოვან გოგონასთან დაკავშირებულ ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოებისგან დროულ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ. 

ლია ჩლაჩიძე, აქციის მონაწილე: „თითოეული გორელის საქმეა, თითოეული ადამიანის საქმეა, რომ მოხდეს ობიექტური გამოძიება და დამნაშევე კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს“. 

მზია ვანიშვილი, აქციის მონაწილე: „ვერსიები არის, რომ ბავშვი შეიძლება გადმოაგდეს, ბავშვი შეიძლება იძულებული გახდა და გადმოხტა, შეიძლება ვიღაცამ მიიყვანა და იქ დააგდო, მაგრამ ერთია, რომ გოგონა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო“.

14  წლის გოგონა რამდენიმე დღის წინ ღამის საათებში ქალაქის ცენტრში ერთ-ერთი სადარბაზოს წინ უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. თავდაპირველად იგი გორის ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გორიდან თბილისში გაწერეს. 

საქმეს ქალაქ გორის პოლიციის სამმართველო იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 115-მუხლით,  რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების ვერსიას არ ეთანხმებიან ოჯახის წევრები და აღნიშნავენ, რომ გოგონაზე ძალადობის მსხვერპლია და მას ფიზიკურად გაუსწორდა თავდამსხმელი.  

პოლიციამ  რამდენიმე პიროვნება მოწმის სახით უკვე  დაიკითხა,  ამ დროისთვის გამოძიებას არავინ დაუკავებია.  

ახალი ამბები