Humanrights.ge
ცესკოს სპიკერის, ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, წუხელ ღამის 2 საათზე მარტვილის სოფელ დოშაყოს N16 უბნის ბიულეტენები ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს. მოგვიანებით, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.
შსს-ს წარმომადგენლების თქმით, საარჩევნო უბნიდან გატაცებული საარჩევნო დოკუმენტაცია უბნიდან 200 მეტრში იპოვეს, ნაპოვნი ბიულეტენები დალუქული და ხელუხლებელი იყო.
მომხდარი ინციდენტის შედეგად, უბანზე საარჩევნო პროცესი ჩაიშალა. ცესკოს ინფორმაციით, როდის ჩატარდება ხელახალი არჩევნები ამ უბანზე, მოგვიანებით გახდება ცნობილი.