კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაჟორიტარობის კანდიდატი საარჩევნო პროცესს უბანზე აკვირდება

15 ივნისი, 2014
 
Humanrights.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის, ლანა გიორგაძის ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით იქაძე, პარტიის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფება და საარჩევნო პროცესებს აკვირდება. 

როგორც ცესკოში განგვიმარტეს, კანდიდატი საარჩევნო უბანზე არ შეიძლება დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდეს, მაგრამ მას შეუძლია, პროცესებს პარტიის წარმომადგენლის სტატუსით დააკვირდეს და ამ მხრივ, კანონში რაიმე შეზღუდვა არ არსებობს.

საარჩევნო საკითხებში ექსპერტის, ნინა ხატისკაცის განმარტებით, საარჩევნო უბანზე პარტიის წარმომადგენლის ყოფნა დარღვევა არ არის, მაგრამ ეს აშკარა საკანონმდებლო ხარვეზია, რადგამ პარტიის წარმომადგენელს და დამკვირვებელს უბანზე ზუსტად ერთნაირი ფუნქცია-მოვალეობები აქვთ.

„კანონმდებლობის მიხედვით, კანდიდატი უბანზე დამკვირვებლის სტატუსით არ შეიძლება იყოს, მაგრამ მას შეუძლია, მოვლენებს პარტიის წარმომადგენლის სტატუსით დააკვირდეს. რეალურად კი, წარმომადგენელს და კანდიდატს უბანზე ერთნაირი ფუნქციები და უფლებები აქვთ. ფაქტობრივად, მხოლოდ სახელწოდებაშია განსხვავება. კანონის ამ ხარვეზს პარტიები ხშირად სათავისოდ იყენებენ ხოლმე. ბუნებრივია, როცა უბანზე კანდიდატი იმყოფება და მას ამომრჩევლები ცნობენ, ეს შესაძლოა, ჩაითვალოს ამომრჩევლის ნებაზე ირიბ ზემოქმედებად და ამის უფლება, პარტიებს კანონმა არ უნდა მისცეს. ეს არის საარჩევნო კოდექსის საკმაოდ სერიოზული ხარვეზი, რომელიც აუცილებად საჭიროებს გამოსწორებას“, - ამბობს ნინა ხატისკაცი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, დავით იქაძე ამ დროისათვის ამომრჩევლებზე პირდაპირ ზეწოლას არ ახდენს, არც რაიმე სახის პროპაგანდას ეწევა და არჩევნებს, პარტიის წარმომადგენლის სტატუსით, პროცედურის წესების დაცვით აკვირდება. 

ახალი ამბები