კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა თავისუფლად შეუძლიათ

15 ივნისი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი

სამხრეთ ოსეთისა და საჩხერის ე.წ. საზღვართან,  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს,  ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა, თავისუფლად შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები გვაწვდიან, რომლებიც საარჩევნო პროცესებს საჩხერის საზღვრისპირა სოფლებში პერევში, ჯრიაში, ცხომარეთში, ჭალასა და სპეთში აკვირდებიან. 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ესაა პირველი არჩევნები, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას პირობითი საზღვრის გადმოკვეთა და არჩევნებში მონაწილეობა თავისუფლად შეუძლია. ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ ჯრიაში გახსნილია  46-ე საარჩევნო უბანი, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ქარძმანში მცხოვრებ მოსახლოებას ხმის მიცემა შეუძლია.

უბანზე სულ 192 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათგან 141 ოკუპირებული ტერიტორიიდანაა, დანარჩენი კი, ადგილობრივი ამომრჩეველია. ამ დროისათვის დეფაქტო საზღვარი 43 - მა ამომრჩეველმა უკვე გადმოლახა და ხმის მიცემის პროცედურაშიც მიიღო მონაწილეობა.

სევარიან ამირანაშვილი, სოფელ ქარძმანის მცხოვრები: „დილით გადმოვედი ხმის მისაცემად. ესაა პირველი არჩევნები, როცა საზღვარზე გადმოსვლისას პრობლემები არ შეგვქმნია. წინა არჩევნებზე ჩუმად ვიპარებოდით ხოლმე, ახლა კი, საზღვარი უპრობლემოდ გადმოვლახეთ“.

გარდა ამომრჩევლებისა, აღნიშნულ უბანზე დაკმკვირვებლის სტატუსით საარჩევნო პროცესებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცოვრები 2 მოქალაქეც აკვირდება. ისინიც აღნიშნავენ, რომ საზღვრის გადმოკვეთისას პრობლემები არ შექმნიათ. 

ახალი ამბები