Humanrights.ge
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხალაწნის მე-8 საარჩევნო უბანი ორ ოთხაშია მოწყობილი. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი გვატყობინებს, პირველ ოთახში არიან ნაკადის მომწესრიგებლები, აქვეა საარჩევნო ყუთი და კაბინა, მეორე ოთახში კი კომისიის მდივნის, რეგისტრატორების და კომისიის სხვა წევრების სამუშაო მაგიდებია მოწყობილი.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნესტან ლონდარიძის განმარტებით, საარჩევნო უბანი ოთახში ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მისი ნებისმიერი წერტილიდან შეიძლებოდეს საარჩევნო ყუთის და კაბინის დანახვა.
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა ინფორმაცია ჩანაწერთა წიგნში შეიტანა.