კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი აღდგა

15 ივნისი, 2014
 
ინტერპრესნიუსი

მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანი გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი უკვე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მარტვილის მე-16 უბნიდან გატაცებული ბიულეტენები დალუქულ მდგომარეობაში იპოვეს საარჩევნო უბანთან ახლომდებარე ტერიტორიაზე და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაგვიანებით გაეხსნა მე-16 საარჩევნო უბანი. 

გარდა ამისა, ეკა აზარაშვილის განცხადებით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ანაკლიის 32-ე უბანზე დაამტვირეს სარჩევნო ყუთი. მისი თქმით, ცესკო და ზუგდიდის საოლქო კომისის წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას. 

„ჩვენი ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე იქნა აღმოფხვრილი", - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.

ახალი ამბები