კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უბანზე 1500-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული

15 ივნისი, 2014
 
Humanrights.ge 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს 45-ე საარჩევნო უბანზე 1612 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 1500 ამომრჩევლისთვის. 

როგორც ცესკოს ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, კონკრეტულად ამ და სხვა მსგავს უბანზე 1500-ზე მეტი ამომრჩევლის რეგისტრირება ცესკოს 2012 წლის #6  სპეციალური დადგენილების თანახმად დაიშვა. ამ დადგენილებაში ვკითხულობთ: „საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით დადგენილ რაოდენობას გარდა შემდეგი კატეგორიის ამომრჩევლებისა: ა) სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩეველები, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე არ დგანან; ბ) სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩეველები, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან; გ) პატიმრობაში და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლები; დ) საქართველო თავდაცვისა და შინაგან სააქმეთა სამინისტროების სამხედრო (გასამხედროებული)  ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები; ე) სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლები“ (ცესკოს დადგენილება სრულად იხ: http://www.cesko.ge/uploads/other/9/9484.pdf).

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს ლამბალოს 45-ე საარჩევნო უბნის წევრებმა განუმარტეს, უბანზე 1612 ამომრჩეველი საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლების ჩათვლით არის რეგისტრირებული.

ახალი ამბები