კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლამბალოს 45-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ბიულეტენები გაბათილდა

15 ივნისი, 2014
 
Humanrights.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა უკეთესად იყო მომზადებული. თუმცა, დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა ამ არჩევნებზეც საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალიზმის დეფიციტით და კვალიფიკაციის ნაკლებობით არის გამოწვეული. 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ლამბალოს 45-ე საარჩევნო უბანში გადასატან ყუთზე სულ 29 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მოთხოვნით, ყველა მათგანის მიერ მიცემული ხმა გაბათილდა. ხმების გაბათილების მიზეზი გახდა ის, რომ საარჩევნო სიებში არც ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა არ იყო დაფიქსირებული. 

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი განმარტავს, ამომრჩევლები შესაძლოა, ვერ ერკვევიან საარჩევნო პროცედურებში კარგად, მაგრამ კომისიის წევრები ვალდებულნი იყვნენ, მათთვის შეეხსენებინათ, რომ ხმის მიცემასთან ერთად, სიაში ხელიც უნდა მოეწერათ.

ახალი ამბები