კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომისიის თავმჯდომარემ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს უბნის დატოვება მოსთხოვა

15 ივნისი, 2014
 
Humanrights.ge

თელავის მუნიციპალიტეტის 39-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარესა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს უბნის დატოვება კატეგორიულად მოსთხოვა. თავის მოთხოვნას, იგი იმით ასაბუთებდა, რომ წარმომადგენელი საარჩევნო ყუთთან ზედმეტად ახლოს იდგა. 

დამკვირვებლის თქმით, უბანი იმდენად პატარა იყო, რომ პარტიის წარმომადგენელი ფიზიკურად ვერ შეძლებდა საარჩევნო ყუთიდან უფრო მოშორებით დადგომას, თანაც იგი არ ერეობა ხმის მიცემის პროცესში და არ უშლიდა ხელს არც კომისიას და არც ამომრჩეველს. 

„კომისიის თავმჯდომარე ხმამაღალი, აგრესული ტონით მიმართავდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს და აიძულებდა მას, დაეტოვებინა უბანი. ჩვენ ამ საკითხზე საჩივარი დავწერეთ, მაგრამ თავმჯდომარემ საჩივრის დარეგისტრირების უფლება არ მოგვცა. საჩივრის დარეგისტრირების უფლება, მხოლოდ მას შემდეგ მოგვეცა, რაც საქმეში საოლქო საარჩევნო კომისია ჩაერია და მიუთითა თავმჯდომარეს, რომ იგი კანონს არღვევდა. საჩივრის დარეგისტრირების შემდეგ კი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს უბანზე ყოფნის და საარჩევნო პროცესის დაკვირვების საშუალება მიეცა“ - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი, თამარ ავალიანი.

ახალი ამბები