კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 29 შენიშვნა და 6 საჩივარი დააფიქსირა

15 ივნისი, 2014
 
Humanrights.ge

ცესკოს ინფორმაციით 20:00  საათისათვის ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.

15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრი 28 დამკვირვებლით დააკვირდა კახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში და იმერეთის რეგიონის, კერძოდ - საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.  

ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ჯამში 29 შენიშვნა და 6 საჩივარი დაწერეს. ყველაზე მეტი შენიშვნა (25) ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ პანკისის ხეობაში განთავსებულ საარჩევნო უბნებში დაიწერა. საჩივრები დაიწერა საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში. 

იმ მუნიციპალიტეტებიდან, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდებოდა, საარჩევნო პროცედურამ ყველაზე მშვიდ ვითარებაში საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში ჩაიარა. აქ დამკვირვებლებს არც ერთი შენიშვნა და საჩივარი არ დაუფიქსირებიათ.
 

ახალი ამბები