კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი კანონმდებლობის ლიბერალიზაციას ითხოვს

23 ივნისი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ჩემი რეპრესია შენი რეგრესია“ - ამ სახელწოდებით გამართულიკამპანია საქართველოში უკვე 6 თვეა, გრძელდება. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია,“ „მსოფლიო ექიმები - საფრანგეთი,“ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ და ევრაზიის ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელი - ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელს აღნიშნულ კამპანიაში სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

ზაზა ქარჩხაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი გზის“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორი, სათემო ორგანიზაცია „რუბიკონის“ ერთერთი დამფუძნებელი: „კამპანიის მიზანია ქვეყანაში ნარკოტიკების შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, რაც ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციაში გამოიხატება. ჩვენი მიზანია, ხელისუფლებას მოვუწოდოთ, შეწყვიტონ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და მომხმარებელთა მიმართ გაატარონ არა სადამსჯელო, არამედ სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებები. ასევე, გააფართოონ ზიანის შემცირების პროგრამები. ვურჩევთ მათ, გადაიღონ მსოფლიოs მოწინავე ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით და უშედეგო, არაფრის მომტანი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჰუმანური მიდგომით შეცვალონ“.

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის წარმომადგენლები თვლიან, რომ საქართველოში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა გაიგივებულია არა დანაშაულის, არამედ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლასთან, რაც  ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით გროვდება ხელმოწერები. მიმდინარე წლის 26 ივნისს, 15 საათზე, სხვადასხვა არასამთავრობოორგანიზაციები საქართველოს პარლამენტთან გამართავენ აქციას, რომელიც  100 ათასამდე ხელმოწერის პარლამენტის თავმჯდომარისთვის გადაცემით დასრულდება.

ახალი ამბები