კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნების პირველი ტურის შედეგები და მეორე ტურის გამოწვევები გორში

24 ივნისი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქალაქ გორის მერობის შვიდი კანდიდატიდან საარჩევნო მართონს ხუთი გამოეთიშა. ერთმანეთისა და ამომრჩევლის პირისპირ კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი და „ირაკლი ოქროაშვილი - ქართული პარტიის“ მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი კახაბერ ერგემლიძე დარჩნენ. 

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლობის ექვსი კანდიდატიდან კი მეორე ტურში „ქართული ოცნებისა“ და „ირაკლი ორუაშვილი - ქართული პარტიის“ კანდიდატები გადავიდნენ.  მეორე ტურში პოლიტიკური ამინდი გაცილებით ცხელი იქნება, რადგან აქ უკვე კანდიდატებისთვის ერთი ხმა იქნება გადამწყვეტი. არჩევნების პირველი ტურის შედეგები არც ერთი პოლიტიკური სუბიექტისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი.

„ქართული პარტიის“ მერობის კანდიდატი კახაბერ ერგემლიძე  ქართული „ოცნების კანდიდატს“  ზურაბ ჯირკველიშვილს 1 454 ხმით ჩამორჩება. ზურაბ ჯირკველიშვილმა 5286 ხმა მიიღო, ხოლო კახაბერ ერგემლიძემ  - 3832.  „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა  გორში სულ  ცხრა საარჩევნო უბანზე წააგო, აღნიშნულ უბნებზე მისმა კონკურეტმა კახაბერ ეგემლიძემ გაიმარჯვა.   

არჩევნების შედეგების გამოცახდებისთანავე მეორე ტურისთვის  მზადება დაიწყო კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში. გორის მერობის კანდიდატი ზურაბ ჯირჯველიშვილი აცხადებს, რომ მეორე ტურის დანიშვნა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 

ზურაბ ჯირკველიშვილი, კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი:  „აბსოლუტურად ყველა ჩვენი მხარდამჭერი იქნება მზად იმისათვის, რომ მოვიდეს ჩვენთან. ჩვენი მომხრეები იმდენად იყვნენ თავდაჯერებულები გამარჯვებაში, რომ ზოგიერთი ამომრჩეველი არჩევნებზე არ გამოცხადდა და ეს იყო ძირითადი შეცდომა. სიმართლე გითხრათ, ჩვენც ვიყავით თავდაჯერებულები, ეტყობა - იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჭირო იყო“.

არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების იმედი აქვთ „ქართული პარტიის“ საარჩევნო შტაბშიც. პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მეორე ეტაპისთვის წინასაარჩევნო კამპანია როგორც ქალაქში, ისე თვითმართველ თემში უფრო აქტიური იქნება.

ირაკლი ოქრუაშვილი, „ქართული პაარტიის“ ლიდერი: „ვინაიდან, მე არ მომეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მოგვიწია ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობა, დავაყენეთ სხვა კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიპირისპირდა საკმაოდ ძლიერი სახელისუფლებო რესურსი და საკმაოდ დიდი ფულადი მასა, შედეგს ჩვენ არ ვთვლით წარუმატებელს. ამით არაფერი იცვლება, ბრძოლას ჩვეულებრივ ვაგრძელებთ. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ჩვენი ამომრჩეველი დაიმედდა და ჩათვალა, რომ გამარჯვება მაინც მიღწეული ჰქონდა და არ მივიდა უბნებზე. ეს ჩვენგანაც ცუდი მუშაობის შედეგიც შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაფერი წინ არის“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის  მონაცემებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატი 40,38% ლიდერობს, ხმათა 29,27% კი მეორე ადგილს „ქართული პარტიის“ გორის მერობის კანდიდატი კახა ერგემლიძე იკავებს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, N-32 გორის საარჩევნო ოლქში შემავალი 107 უბნიდან „ქართულმა ოცნებამ“ გორსა და გორის მუნიციპალიტეტში პროპორციული სიით, 19 უბანზე წააგო არჩევნები. ყველაზე ცუდი შედეგი მმართველმა კოალიციამ გორში კომბინატის დასახლებაში აჩვენა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის ყველა საარჩევნო უბანი დიდი პროცენტით  წააგო. რაც შეეხება ქალაქის ცენტრს და ჭალა-სადგურის საარჩევნო უბნებს, ამომრჩეველმა მმართველი ძალის მაჟორიტარებს სრული ნდობა გამოუცხადა.  წმინდაწყალის დასახლებაში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა არჩევნები 14 ხმით მოიგო. ამ დასახლებაში  გახსნილ საარჩევნო უბნებზე ბათილად 140 ბიულეტინი ჩაითვლა, „ირაკლი ოქრუაშვილი ქართული პარტიის“ საარჩევნო შტაბმა აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე გაბათილებულ ბიულეტენებზე საჩივარი დაწერა და საოლქო-საარჩევნო კომისიაში შეიტანა.  ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში  ოქრუაშვილის პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. გორის მე-14  საარჩევნო უბანზე კი ხმები თანაბრად გაიყო. საბოლოოდ პროპორციული სიით ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ 35,5% ანუ 4209 ხმა აიღო, ხოლო ქართულმა პარტიამ - 28,6%, 3389 ხმა.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტსა და მასში შემავალ თემებს, „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატმა დავით ონიაშვილმა 12 867 ხმა მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა „ქართული  პარტიის“ გამგებლობის კანდიდატმა ბონდო ვათიაშვილმა  კი -7 476 ხმა. „ქართული ოცნების“ მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა  დავით ონიაშვილმა რამდენიმე თემში წააგო არჩევნებში, ეს თემებია: ახრისი, ქვემო არცევი, რეხა, მერეთი, ფხვენისი, ტირძნისი და შინდისი. „ქართულმა ოცნებამ“ ზემოთ ჩამოთვლილი უბნების მსგავსად, პროპორციული სიით კარალეთის დევნილთა ჩასახლებაშიც წააგო. ამ უბანზე ხმები ასე განაწილდა: 190-ხმა „ქართული ოცნება“,  213 ხმა კი „ქართულმა პარტიამ“  მიიღო. ოქრუაშვილის პარტიის გამგებლობის კანდიდატმა არჩევნები წააგო ტყვიავისა და ნიქოზის საარჩევნო უბნებზე. ტყვიავი ოქრუაშვილის სოფელია, ხოლო ნიქოზი მერობის კანდიდატის - კახაბერ ერგემლიძის.

ქალაქის მსგავსად, ვერც მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატებმა დააგროვეს ამომრჩევლის 51% და აქაც მეორე ტური დაინიშნა. არჩევნების მეორე ტური ივლისის ბოლოს გაიმართება.  გორში და მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას ამომრჩევლების პასიურობას უკავშირებენ, თვითმართველობის არჩევნებში ქალქისა და მუნიციპალიტეტის  ამომრჩევლების   40% -მა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტური ივლისის ბოლოს გაიმართება. 

ახალი ამბები