კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებათა ცენტრი მსჯავრდებულის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებას მოითხოვს

26 ივნისი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2012 წლიდან იცავს #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, თამაზ რასოიანის ინტერესებს მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში ამ საქმის თაობაზე ორგანიზაციამ არაერთ უწყებას მიმართა, რათა მომხდარიყო შესაბამისი რეაგირება, ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. 

ამავდროულად, თამაზ რასოიანი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე (#042091012801) 2013 წლის 17 მაისს თამაზ რასოიანი ცნობილ იქნა დაზარალებულად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულების თანამშრომლების მიერ ამავე დაწესებულების პატიმართა წამების ფაქტზე. 

მსჯავრდებულმა გამოძიებას მისცა სრულყოფილი ჩვენება და დაასახელა მის წამებაში მონაწილე 6 პირი, რომელთაგან მხოლოდ ჯონი ივანაშვილსა და ლაშა კაპანაძის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ხოლო დანარჩენების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ გატარებულა. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის მიერ დასახელებული ერთ-ერთი პირი - კ. ბ.-ძე საქართველოს პარლამენტის წევრია და მას ამჟამად დეპუტატის იმუნიტეტი იცავს. 

14 აპრილიდან მსაჯავრდებულმა თამაზ რასოიანმა სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში გამოაცხადა შიმშილობა საქმის გადახედვის მოთხოვნით. მან ასევე მოითხოვა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანა. შიმშილობის 33-ე დღეს, ჯანმრთელობის გართულების გამო, რასოიანი კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. თუმცა, ამის შემდეგ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში იგი დღემდე არ გადაუყვანიათ. 

თამაზ რასოიანი დღეისათვის კვლავ იმყოფება სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში, სადაც წარსულში მასზე განსაკუთრებული სისასტიკით მიმდინარეობდა წამება. პატიმარი აცხადებს, რომ იგივე დაწესებულებაში მისი დატოვება განმეორებითი წამების ტოლფასია. 

ვინაიდან ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს უკანონო განაჩენების გადასინჯვის სამართლებრივი მექანიზმი, ადამიანის უფლებათა ცენტრმა წერილობით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რათა განსაკუთრებულ გარემოებად მიიჩნიოს თამაზ რასოიანის პატიმრობა უკანონო განაჩენის საფუძველზე და მიიღოს  დადებითი გადაწყვეტილება  მის  შეწყალებაზე, პატიმრობიდან განთავისუფლების მიზნით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას, უზრუნველყოს თამაზ რასოიანის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სრულყოფილი გამოძიება, რათა დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, ვინც მონაწილეობდა მსჯავრდებულის ცემასა და წამებაში.

ასევე, მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს,  კონტროლზე აიყვანონ  მსჯავრდებულ თამაზ რასოიანის  საქმე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები