კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 111-ე სესიას დაესწრო

15 ივლისი, 2014
 
10-11 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 111-ე სესიას დაესწრო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა (GCRT), თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინაციითა და ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის მხარდაჭერით,  გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს. 

ანგარიში მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: კონფლიქტურ ზონებში მცხოვრებთა უფლებები, ანტიდისკრიმინაციული კანონის ცალკეული ასპექტები,  რელიგიის თავისუფლება, წამების მხვერპლთა საქმეების გამოძიებისა და მათი რეაბილიტაციის საკითხები, მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ანგარიში ეფუძნებოდა ადამიანის უფლებათა ცენტრისა და GCRT-ის მრავალწლიან გამოცდილებას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

სესიამ განიხილა გაეროს 1966 წლის „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მთავრობის  მეოთხე პერიოდული ანგარიში. 

სესიაზე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრებმა  საქართველოს მთავრობის დელეგაციის წევრებს კითხვები დაუსვეს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. სხვა წყაროებთან ერთად, ადამიანის უფლებათა კომიტეტიის  შეკითხვები ეფუძნებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტებიდან  და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან  მიღებულ ინფორმაციას. კომიტეტის წევრთა შეკითხვები შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას, ადამიანთა წამების ფაქტების გამოძიებას, მართლმსჯულების საკითხებს, კონფლიქტური რეგიონების პრობლემებს და ა.შ.

საქართველოს მთავრობის ანგარიშის განხილვა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 111-ე სესიაზე  ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. 

ალტერნატიული ანგარიშები ჟენევაში საქართველოდან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა წარდგენილი.  

ანგარიშის სრული ტექსტი იხილეთ აქ: http://tbinternet.ohchr.org/Treaties/CCPR/Shared%20Documents/GEO/INT_CCPR_CSS_GEO_17525_E.pdf
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები