კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საიას მიაჩნია, რომ ამომრჩეველთა მასობრივი ტრანსპორტირება კანონით უნდა აიკრძალოს

23 ივლისი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელმა, ქეთევან ბებიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ანგარიში წარმოდგინა. 

ანგარიში არჩევნების მეორე ტურის დღეს  საარჩევნო უბნებზე მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა. ბებიაშვილის განმარტებით, გორის N32-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ საარჩევნო უბნებზე საიას დამკვირვებლებმა ყველაზე მეტი საჩივრები დაწერეს. მათი უმრავლესობა   საარჩევნო პროცესის დარღვევას ეხებოდა. ანგარიშის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მომზადების დონე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ დამკვირვებლებს ფუნქციების განაწილების პრობლემები ხვდებოდათ თითქმის ყველა უბანზე. საოლქო საარჩვენო კომისიამ საიას საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. რამდენიმე საჩივარი, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა, საიამ გორის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ მოსამართლემ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები უცვლელი დატოვა.

„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ირიბად სამუშაო საათების შემდეგ“ - ასე შეაფასა საიამ  საჯარო მოხელებიის მხრიდან სამუშაო საათების შემდეგ საარჩევნო კაპანიაში მონაწილეობის მიღება.  

ქეთი ბებიაშვილმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ  პირველ ტურთან შედარებით მეორე ტურის დროს საარჩევნო უბნების გარეთ ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო აგიტაციას და ამომრჩევლების საარჩევნო უბანზე მიყვანას, როგორც „ქართული ოცნების“ ისე „ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის“ აქტივისტების  მხრიდან.  

ბებიაშვილის განმარტებით, მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის  დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტები სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას უცხადებდნენ, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ არ მისცემდნენ ხმას, კონპესაციას ვერ მიიღებდნენ.

„პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქმიანობის არაჯეროვნად შესრულებას. მეორე ტურში უფრო ნაკლები შეცდომები იყო შემაჯამებელ ოქმებში. მეორე ტურის დროს შეიმჩნეოდა ამომრჩევლების ტრანსპორტით უზრუნველყოფა, რასაც პირველი ტურის არჩევნების დღეს ასეთი მასობრივი სახე არ ჰქონია. მართალია, ეს არ არის კანონდარღვევა, მაგრამ ამომრჩევლის ნებაზე აღნიშნილი პირდაპირ ახდენს ზეგავლენას. ამიტომაც საჭიროა, ეს ხარვეზი საკანონმდებლო ინიციატივით აღმოიფხვრას, რათა მსგავსი ფაქტები მომდევნო არჩევნებზე არ განმეორდეს. ასევე ხშირი იყო საარჩევნო აგიტაცია უბნის გარეთ, რაც თავისთავად ამომრჩევლეზე ერთგვარად ზეგალენას მოახდენდა“, - განაცხადა საიას შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქეთი ბებიაშვილმა humanrights.ge-სთან საუბრისას.

ახალი ამბები