კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერობის კანდიდატს ფინანსური მაქინაციისთვის სასამართლოში უჩივიან

26 ივლისი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხათუნა მაჭავარიანის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. „ქალთა პარტიის“ თავმჯდომარეს, რომელიც 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს მერის პოზიციაზე იყრიდა, საკუთარი გუნდის წევრები უჩივიან.

„ქალთა პარტიის“ წევრისა და ქუთაისის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატის ასმათ დვალიშვილის გამარტებით, ხათუნა მაჭავარიანი არჩევნებში წარუმატებლობის გამო ადამიანებს სჯის და მათ კუთვნილ თანხებს არ უნაზღაურებს.

„საარჩევნო ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს“, რომლის ერთ-ერთი წევრი „ქალთა პარტიაა“, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წაუმატებლობის გამო ჯავრს იყრის თავის წარმომადგენლებზე, რომლებიც საარჩევნო კომისიებში მუშაობდნენ. კერძოდ, მათ არ აძლევს კუთვნილ თანხას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტითაა გათვალისწინებული. ხათუნა მაჭავარიანი, რომელიც ამ საქმის სათავეში დგას, სხვადასხვა ხრიკით ცდილობს, თავი აარიდოს გარკვეული პირებისთვიის, ასევე - მაჟორიტარობის კანდიდატისთვის, კუთვნილი თანხის გაცემას, რითაც ითვისებს დიდი რაოდენიბით თანხას. ჩვენ ვაპირებთ დავას სასამართლოს გზით და სამართლიანობის აღსრულებას“, - აცხადებს „ქალთა პარტიის“ წევრის, ასმათ დვალიშვილის ადვოკატი ნიკოლოზ კანკავა.

მისი განმარტებით, მერობის კანდიდატის საქციელი კანონდარღვევაა და 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.     

წინასაარჩევნო პერიოდში ხათუნა მაჭავარიანს ორი საკონტაქტო ტელეფონი ჰქონდა. არჩვნების შემდეგ ეს ტელეფონები გათიშულია და დაზარალებულმა მოქალაქეებმა აღარ იციან, როგორ დაუკავშირდნენ ქუთაისის მერობის დამარცხებულ კანდიდატს. ამავე მიზეზის გამო, ხათუნა მაჭავარიანთან დაკავშირება humanrights.ge-მაც ვერ მოახერხა.

ახალი ამბები