კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დევნის თაობაზე

4 აგვისტო, 2014
 
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ აზერბაიჯანის მოქალაქის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის, „მუსავატის“ წევრის, დაშგინ აღარარლის დაკავებისა და აზერბაიჯანში მისი მოსალოდნელი ექსტრადიციის გამო. 

დაშგინ აღარარლის სამართლებრივ ინტერესებს იცავს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა ცენტრი. საქმის მასალებიდან იკვეთება აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მისი შევიწროებისა და პოლიტიკური დევნის ფაქტები. აზერბაიჯანის ხელისუფლებისათვის მისი გადაცემის საშიშროებაზე საუბრობენ აზერბაიჯანის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოსადმი მიწერილ მიმართვებში.

დაშგინ აღარარლი, რომელიც არის ოპოზიციური პარტია „მუსავატის“ წევრი, ხშირად მონაწილეობდა აზერბაიჯანში გამართულ მიტინგებსა და მანიფესტაციებში, მედიის საშუალებით აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას და გამოხატავდა პროტესტს ადამიანის უფლებების დარღვევების თაობაზე. ამ აქტიურობისათვის იგი იდევნებოდა აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური რეჟიმის მიერ, რის გამოც მას მოუხდა აზერბაიჯანის დატოვება .

დაშგინ აღარარლის საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიმართ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ წარდგენილი ბრალი გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების თაობაზე, არის პოლიტიკურად მოტივირებული და არ ემყარება მტკიცებულებებს. 

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, აქტივისტები და უფლებადამცველები, ხელისუფლების მიერ იდევნება განსხავებული აზრი, დღემდე აზერბაიჯანის საპატიმროებში სასჯელს იხდიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ჟურნალისტები და მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები. 2013  წლის 10 ოქტომბრის მონაცემებით, აზერბაიჯანში არის 142 პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით იმყოფებიან ციხეებში ან წინასწარი დაკავების იზოლატორებში . ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფიციალურ განცხადებებსა და მონიტორინგის შედეგებში არაერთხელ აღინიშნა აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის ფაქტების თაობაზე  - . აზერბაიჯანში პოლიტიკური ოპონენტების დევნის თაობაზე აღნიშნავს თავის წლიურ ანგარიშებში საერთაშორისო ორგანიზაცია Human RightsWatch  . აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა სახლი არაერთ მიმართვას  აქვეყნებს აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დაპატიმრებების ფაქტების შესახებ. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანში დააკავეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ცნობილ უფლებადამცველს რასულ ჯაფაროვს. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები ვთვლით, რომ დაშგინ აღარარლის უნდა მიენიჭოს პოლიტიკური თავშესაფარი და ლტოლვილის სტატუსი; იგი არ უნდა გადაეცეს აზერბაიჯანის სახელმწიფოს, ვინაიდან არსებობს საფუძვლიანი შიში, რომ შეიძლება კვლავ გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი აზერბაიჯანში. დაშგინ აღარარლის აზერბაიჯანის ხელისუფლებისათვის გადაცემა, ასევე, საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 

მოვუწოდებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სოზარ სუბარს გაითვალისწინოს დაშგინ აღარარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეაფასოს საშიშროება, რაც არსებობს აზერბაიჯანში მისი უსაფრთხოების და სიცოცხლის დაცვის კუთხით, გაანალიზოს აზერბაიჯანში არსებული მძიმე სიტუაცია ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და მიიღოთ გადაწყვეტილება   მისთვის პოლიტიკური თავშესაფარისა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.


თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და წევრი ორგანიზაციები:
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
კავშირი „საფარი“
მედიის ინსტიტუტი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი - კავკასია

ახალი ამბები