კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკრებულოს დეპუტატები ყოველთვიურ ანაზღაურებას ითხოვენ

20 აგვისტო, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორის საკრებულოს დეპუტატების ნაწილი ყოველთვიურ ანაზღაურებას ითხოვს.  თვითმმართველობის კანონის შესაბამისად, საკრებულოს სხდომები თვეში ორჯერ უნდა გაიმართოს. საკრებულოს დეპუტატების სახელფასო ანაზღურება კანონით გათვალიწინებული არ არის, თუმცა კანონში მითითებულია სადეპუტატო უფლებამოსილების განხორცილებისთვის ხარჯვითი ნაწილის ანაზღაურება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 

წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატების ყოველთვიური სახარჯო ანაზღაურება 150 ლარიდან იწყებოდა. ეს თანხა საკრებულოს სხდომზე დასასწრებად და ამომრჩევლებთან შესახვედრად ტრანსპორტის საწვავისთვის იყო განკუთვნილი. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თვითმმართველობებში კადრებთან ერთად სიტუაციაც შეიცვლა და საკრებულოს წევრების ,,ხელფასი“ 500-ლარით განისაზღვრა.  

500 ლარიანი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, წინა მოწვევის ვერც ერთმა საკრებულოს დეპუტატმა ვერ წარმოადგინა. დეპუტატების ანაზღურება უნდა მოხდეს მათ მიერ დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესაბამისად, კანონი დეპუტატისთვის მხოლოდ ასეთი ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს.  

,,დეპუტატების ხარჯები ხელფასის რანგში“ ასე შეაფასა ,,საია“-ის გორის ოფისის თავმჯდომარემ ქეთევან ბებიაშვილმა მაშინდელი  საკრებულოს დეპუტატების საქმიანობა. 500 ლარიან ანაზღაურებას ყველა დეპუტატი ერთანაირად იღებდა,  იმის მიუხედავად, ჰქონდათ თუ არა შეხვედრები მოსახლეობასთან.   

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატის მინდია გოდერძიშვილის განმარტებით   იმისთვის, რომ საკრებულოს წევრმა მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს გარკვეული ყოველთვიური ანაზღაურება უნდა გაიცეს: „ბუნებრივია, თავისი უფლებამოვალეობის განხორციელებისათვის დეპუტატს დაჭირდება გარკვეული სახსრები, თუნდაც საწვავი იმისათვის, რომ იმოძრაოს და თავისი უფლებამოვალეობები განახორციელოს.“

დეპუტატების შრომის  ანაზღაურების საკითხი, შესაძლოა მომავალი საკრებულოს სხდომაზე იქნას განხილული.  თუმცა  როგორ უნდა განისაზღვროს წინასწარ, საკრებულოს დეპუტატი ამომრჩეველს ერთხელ შეხვდება თუ ათაჯერ და  რა თანხა დაიხარჯება მის ტრანსპორტირებისთვის,  ამ საკითხზე დეპუტატები  ჯერჯერობით ჩამოყალიბებულნი არ არიან. ერთადერთი რაც კანონით განსაზღვრულია, ეს არის თვეში ორჯერ გეგმიური  საკრებულოს სხდომა.  ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ნინო ზურაბიშვილის განცახდებით,  პროექტი ჯერჯერობით ინიცირებული არ არის და აუცილებელია, რომ ეს საკითხი დასაბუთებული და არგუმენტირებული იყოს:  „სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას ჭირდება გარვეული ფინანსები, ამიტომ ამ ხარჯის ანაზღაურება დეპუტატებისთვის გათვალისწინებულია კანონით. ეს არ არის მარტო ჩემი მოსაზრება, ჯერ არ შემოსულა ეს პროექტი  და ალბათ მერე დეტალურად გაწერენ“. 

საკრებულოს უმრავლესობის წევრი თამარ თედლიაშვილი აცხადებს, რომ   დეპუტატმა  ყოველთვიურად გარკვეული თანხა  წარმოადგინილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით   უნდა მიიღოს:  „ხარჯის ანაზღაურება უნდა მოხდეს დეპუტატისაგან, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის შემდეგ, რომელშიც იქნება კონკრეტულად გაწერილი თუ რაში დაიხარჯა აღნიშნული თანხა.   საკრებულოს დეპუტატი ვალდებულია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს ანაზღაურების გარეშე და როდესაც მე ვმონაწილეობდი არჩევნებში სულაც არ ვფიქრობდი, რომ   რაიმე ზედმეტი თანხები მექნებოდა გამოყოფილი იმისათვის“. 

რა ფორმით გაიცემა დეპუტატებზე თანხები, ეს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გადაწყდება. ამჟამად, კანონით განსაზღულია მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და კომისიის თამჯდომარეების ხელფასები, მიუხედავ იმისა, რომ წინა მოწვევის საკრებულომ სახარჯო-სადეპუტატო ,,ხელფასი“ 150-დან 500-ლარამდე გაზარდა,   ოთხი  წლის მანზილზე დეპუტატები სრული შემადგენლობით მხოლოდ ორჯერ დაესწრნენ საკრებულოს სხდომას და მათგან ერთ-ერთი პირველი სხდომა იყო.

ახალი ამბები