კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პოლიციის შენობაში მოქალაქის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს

25 აგვისტო, 2014
 
26  აგვისტოს 12:30 საათზე პრაიტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი  ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-2 განყოფილებაში პოლიციელთა მიერ მოქალაქის ცემის ფაქტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

14 აგვისტოს, დაახლოებით ღამის ორის ნახევარზე, მოქალაქე გიორგი ცომაიამ, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დახმარებისათვის მიმართა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე პოლიციის მე-2 განყოფილებას და მორიგე პოლიციელს სთხოვა, დახმარებოდა წინა ნასამართლობის დროს, პოლიციის მიერ ჩამორთმეული მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დაბრუნებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ცომაიას უნდა დაბრუნებოდა  ჩამორთმეული ნივთები, მათ შორის, მობილური ტელეფონი, მაგრამ მისი დედის, მარინა ცომაის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მას არ უბრუნებდნენ პოლიციის მე-7 განყოფილების მიერ ჩამორთმეულ ნივთებს.

გიორგი ცომაიას განმარტებით, პოლიციის მე-2 განყოფილების შენობაში პოლიციის მაღალჩინოსანმა მას უწოდა „ლაწირაკი“ და უხეშად ჰკითხა, რატომ მიმართა პოლიციას ღამის საათებში. გიორგი ცომაიას ახსნა-განმარტების შემდეგ, რომ პოლიცია მოქალაქეთა უფლებების დასაცავად მუშაობდა 24 საათის განმავლობაში და მას უფლება ჰქონდა, დახმარებისათვის მიემართა, იგი მაღალჩინოსანმა შეიყვანა ერთ-ერთ ოთახში, სადაც დაახლოებით თერთმეტმა პირმა (სავარაუდოდ პოლიციელებმა) სასტიკად ცემეს. როგორც ცომაია აცხადებს, მას ხელებითა და ფეხებით სცემდნენ გულმკერდის, თავისა და მუცლის არეში, ამცირებდნენ და აფურთხებდნენ სახეში. 

14 აგვისტოს 02:05 საათზე გიორგი ცომაია ბრალდებულის სახით დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. სხეულის მძიმე დაზიანებების გამო, იმის შიშით, რომ დაკავებული არ გარდაცვლილიყო, დროებითმა იზოლატორმა ფორმა #100-ის წარდგენამდე უარი განაცხადა გიორგი ცომაიას მიღებაზე.  

15 აგვისტოს გიორგი ცომაის წარედგინა ბრალდება, თითქოს მან განახორციელა პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ხოლო 16 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. ბრალდებული იმყოფება გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-2 განყოფილებაში მოქალაქე გიორგი ცომაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ორგანოებს, სასწრაფოდ  გამოიძიონ მოქალაქის მიმართ ჩადენილი დანაშაული, პასუხისგებაში მისცენ ყველა ის პირი, რომელიც  რაიმე ფორმით ჩართული იყო გიორგი ცომაიას მიმართ განხორციელებულ უკანონობაში. 

ახალი ამბები